სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
უწყების შესახებ
შეიქმნა 17 თებერვალი, 2004
გაუქმდა 22 დეკემბერი, 2017
საიტი
www.eu-nato.gov.ge

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებშისაქართველოს მთავრობის საუწყებო ორგანო 2004-2017 წლებში.[1]

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს საქართველოს მთავრობის საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში არის ვიქტორ დოლიძე.

ძირითადი საქმიანობა

ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაცია

  • ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ევროკავშირი-საქართველოს „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • ევროკავშირის დახმარების პროგრამების კოორდინაცია;
  • ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია;
  • ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისა და ფართო მასებისთვის;

ნატოში ინტეგრაციის კოორდინაცია

  • წლიური ეროვნული პროგრამის მომზადების და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი
  • ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატოს-თან თანამშრომლობა
  • ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
  • ნატო-სა და ევროკავშიროს შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში შეუერთდა – საგარეო საქმეთა სამინისტროს.

დეპარტამენტები

ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი

  • საქართველოს მთავრობის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
  • საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კოორდინაცია;
  • საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
  • საქართველოს მთავრობის საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ქვეყნის ეფექტური მონაწილეობისათვის;
  • ევროკავშირი-საქართველოს „პარტნიორობა მობილურობისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის საქმიანობის კოორდინაცია;
  • ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა (ევროკომისია, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ა.შ);
  • საქართველოსა და ევროკავშირის არასამთავრობო, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • 2014-2017 წლების ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს სტრატეგიის განხორციელება.

ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი

  • ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • საქართველო-ნატო-ს კომისიის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო კომისიის სამდივნო ფუნქციების შესრულება;
  • ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ნატო-ს წევრი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა
  • საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და გაანალიზება;
  • საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საერთაშორისო, არასამთავრობო და ასევე სამეცნიერო-კვლევითი ცენთრებთან თანამშრომლობა.

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

  • მართავს აპარატის სისტემასა და ადამიანურ რესურსებს;
  • უზრუნვეყოფს ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას, აპარატის ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს, ახორციელებს საქმისწარმოებას, მონაწილეობს სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში და მის ორგანიზებაში;
  • ამუშავებს და სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს ოფიციალურ კორესპონდენციას, ასევე კონტროლს უწევს აპარატის თანამშრომლების მიერ დავალებათა შესრულებას;
  • ახორციელებს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად ბრძანებათა პროექტების მომზადებას დანიშვნის, სამსახურებრივ გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების და წახალისების, შვებულების, მივლინებისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების შესახებ აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოებას და სხვ.;
  • უზრუნველყოფს აპარატის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციების გამართვას სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებებს;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, გლობალური მედიით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას ეწევა, რაც მოიცავს: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის ინტენსიურ გაშუქებას;

  • მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ, მოიცავს:
  • ჟურნალისტებისთვის ტრეინინგების ორგანიზებას;
  • ჟურნალისტებისათვის პრეს-კონფერენციების ორგანიზება;
  • მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისათვის კონფერენციების, დისკუსიების, სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებას;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებზე ლექციების, სემინარებისა და კონკურსების ორგანიზებას:
  • ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას;
  • ევროკავშირისა და ნატო-ს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან არსებულ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოებთან თანამშრომლობასა და შეხვედრების ორგანიზებას;
  • ევროპული დაიჯესტის ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალას საქართველო-ნატო-სა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ;
  • აპარატის ვებ-გვერდისა და სოც.ქსელებში ოფიციალური გვერდების ფუნქციონირებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2011-10-17.