ალექსანდრე ჭიკაიძე (დ. 6 ივნისი, 1985, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე. პოლიციის პოლკოვნიკი.[1]
2007 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დიპლომატიის სპეციალობით. 2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში. 2009 წელს დაინიშნა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად.[1]
2010-2011 წლებში დაწინაურდა და გახდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში მსახურობდა შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. 2013 წლის მარტიდან ნოემბრამდე იკავებდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.[1]
2013 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად იქნა დამტკიცებული.[2] თანამდებობა 2015 წლის 23 იანვარს დატოვა.[3]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[1]
სქოლიო