ლევან კობერიძე (დ. 28 მაისი, 1972, თბილისი) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016-2020 წლებში.
ბიოგრაფია
დაიბადა 1972 წლის 28 მაისს, თბილისში.[1] 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2006-2007 წლებში სწავლობდა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს. 1999-2003 წლებში გაიარა სააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები. 1996-1998 წლებში იყო სარეკლამო კომპანია „აუდიენციის“ კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი. 1998-2000 წლებში — კომპანია „ალიანს კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი. 2000-2007 წლებში — კომპანია „GWS/პენო რიკარის ჯგუფის“ ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი. 2011-2016 წლებში იყო შპს „Brending.ge“-ს დირექტორი. ტელეგადაცემის „რა? სად? როდის?“ ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი (18 ნოემბერი, 2016 — 6 მაისი, 2019). 2019 წლის 1 მაისს დატოვა პარტია ქართული ოცნება და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[2] 2019 წლის 2 დეკემბრიდან გაერთიანებული იყო ფრაქციაში „დამოუკიდებელი დეპუტატები“. 2020 წლის 11 აგვისტოდან — „ლელოს“ წევრი.[3] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ სახელით კენჭს იყრიდა ვაკეში, თუმცა დამარცხდა. 2021 წლის 8 თებერვალს „ლელო“ დატოვა,[4] მიზეზად რუსთავი 2-ის ეთერში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.[5]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო