ცესვაინეს მხარე (ლატვ. Cesvaines novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს ცესვაინეს თემსა და ქალაქ ცესვაინეს, რომელიც წარმოადგენს მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ესაზღვრება მადონასა და გულბენეს მხარეები.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას მადონას რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 3 114 კაცს[1]. მხარის ფართობია 190,5 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო