გრობინიის მხარე (ლატვ. Grobiņas novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 4 თემს და ერთ ქალაქს, ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გრობინია.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას ლიეპაიის რაიონის ტერიტორიაზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 10 220 კაცს[1]. მხარის ფართობია 490,2 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო