ვაინოდეს მხარე (ლატვ. Vaiņodes novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს რეგიონში. მხარე შეიცავს 2 თემს, მხარის ცენტრი მდებარეობს სოფელ ვაინოდეში.
ესაზღვრება პრიეკულეს, აიზპუტეს, სკრუნდის, სალდუსის მხარეებს ლატვიაში და კლაიპედის მაზრას ლიეტუვაში.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას ლიეპაიის რაიონის ტერიტორიაზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 2 932 კაცს[1]. მხარის ფართობია 343,96 კმ².[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო