სტრენჩის მხარე (ლატვ. Strenču novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 2 თემს და 2 ქალაქს, ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ქალაქ სტრენჩში.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულების შემდეგ ვალკის რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 4 192 კაცს[1]. მხარის ფართობია 375,73 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო