ერგლის მხარე (ლატვ. Ērgļu novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 3 თემს. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ერგლი.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას მადონას რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 3 535 კაცს[1]. მხარის ფართობია 379,5 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო