მერსრაგსის მხარე (ლატვ. Mērsraga novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კურზემეს რეგიონში. არ გააჩნია სათემო დაყოფა. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი მერსრაგსი.
მხარე დაარსდა 2011 წელს როიის მხარის გაყოფის გზით, რომლის შესახებ სეიმმა გადაწყვეტილება მიიღო 2010 წლის 16 ნოემბერს.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 1 832 კაცს[1]. მხარის ფართობია 109 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო