კრასლავის მხარე (ლატვ. Krāslavas novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლატგალიასა და სელიას რეგიონებში. მხარე მოიცავს 11 თემსა და ქალაქ კრასლავას, რომელიც წარმოადგენს მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს. მხარის სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე დასავლეთის დვინა.
ესაზღვრება დაგდის, აგლონისა და დაუგავპილსის მხარეები.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 19 983 კაცს[1]. მხარის ფართობია 1078,4 კმ²[2].
ეროვნული შემადგენლობა
კრასლავის მხარის ეროვნული შემადგენლობა 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ასე გამოიყურება[3]:
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო