სალასპილსის მხარე (ლატვ. Salaspils novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს სალასპილსის თემსა და ქალაქ სალასპილსს, რომელიც შედის მხარის შემადგენლობაში და წარმოადგენს მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ესაზღვრება კეკავის, სტოპინის, როპაჟის, იქშკილეს მხარეები და ქალაქი რიგა.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას რიგის რაიონის ტერიტორიაზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 23 188 კაცს. მხარის ფართობია 127 კმ².
მხარის ეროვნული შემადგენლობა 2010 წლის მონაცემებით ასეთია[1]:
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო