ზილუპეს მხარე (ლატვ. Zilupes novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ლატგალიის რეგიონში და არის ქვეყნის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე მხარე. მხარე მოიცავს 3 თემს და ქალაქ ზილუპეს, რომელიც არის ადმინისტრაციული ცენტრი.
მხარე დაარსდა 2002 წელს ქალაქ ზილუპესა და ზალესიეს თემის ტერიტორიაზე ლუძის რაიონის ფარგლებში. 2009 წლის 1 ივლისიდან, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულების შემდეგ ცალკე ადმინისტრაციული ერთეულია.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 3 714 კაცს[1]. მხარის ფართობია 308,9 კმ²[2].
ეროვნული შემადგენლობა
ზილუპეს მხარის ეროვნული შემადგენლობა 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ასე გამოიყურება[3]:
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო