პრეილის მხარე (ლატვ. Preiļu novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლატგალიის რეგიონში. მხარე მოიცავს 4 თემს და ქალაქ პრეილს, რომელიც წარმოადგენს მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას პრეილის რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 11 746 კაცს[1]. მხარის ფართობია 365,3 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო