ვიესიტეს მხარე (ლატვ. Viesītes novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სელიის რეგიონში. მხარე მოიცავს 4 თემს და ქალაქ ვიესიტეს, რომელიც არის ადმინისტრაციული ცენტრი.
ესაზღვრება ნერეტის, იაუნელგავის, სალის, იეკაბპილსის, აკნისტეს მხარეები ლატვიაში და პანევეჟისის მაზრა ლიეტუვაში.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას იეკაბპილსის რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 4 614 კაცს[1]. მხარის ფართობია 650,5 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო