კეგუმსის მხარე (ლატვ. Ķeguma novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვიძემესა და ზემგალეს რეგიონების საზღვრის ორივე მხარეს. მოიცავს 3 თემს და ქალაქ კეგუმსს, რომელიც არის ადმინისტრაციული ცენტრი.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულების შემდეგ ოგრეს რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 6 306 კაცს[1]. მხარის ფართობია 490 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო