კოკნესეს მხარე (ლატვ. Kokneses novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მოიცავს 3 თემს. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი კოკნესე.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულების შემდეგ აიზკრაუკლეს რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 6 036 კაცს[1]. მხარის ფართობია 360,6 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო