სიგულდის მხარე (ლატვ. Siguldas novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 3 თემსა და ქალაქ სიგულდას, რომელიც წარმოადგენს მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ესაზღვრება როპაჟის, ინჩუკალნსის, კრიმულდის, ლიგატნეს, ამატისა და მალპილსის მხარეები.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას რიგის რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 17 779 კაცს[1]. მხარის ფართობია 360,9 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო