დუნდაგის მხარე (ლატვ. Dundagas novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კურზემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 2 თემს, ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი დუნდაგა.
მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას ტალსის რაიონის ტერიტორიის ნაწილზე.
მოსახლეობა
მოსახლეობა 2010 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 4 767 კაცს[1]. მხარის ფართობია 675,6 კმ²[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო