შუმერი - (შუმერულადki-en-gir) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაშიძვ. წ. VI -ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.
ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება დაევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება.(...სრულად)
რელიეფი. აზიის საშუალო სიმაღლეა - 950 მ. ძირითადი მთათა სისტემებია: ჰიმალაი (უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა, 8848 მ), კავკასიონი, ჰინდუქუში, ყარაყუმი, პამირი, ტიან-შანი, კუნ-ლუნი, ჩინეთ-ტიბეტის მთიანეთი, ალტაი, საიანები, ურალი, წინა აზიის მთიანეთი, ტიბეტის ზეგანი. აზიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბლობებია: დასავლეთ ციმბირის, თურანის, ჯუნგარის, ჩინეთის დიდი, ინდო-განგის, მესოპოტამიის. აზიის ჩრდილოეთი და მთიანი რეგიონების რელიფზე დიდი გავლენა მოახდინა უძველესმა გამყინვარებამ - დაახლოებით 11 მლნ კვ.კმ (ძირითადად ციმბირი) მრავალწლიან ყინულებს უკავია.
გეოლოგიური სტრუქტურა. აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია.
კლიმატი. კლიმატი იცვლება არქტიკულიდან ჩრდილოეთში, ეკვატორულით სამხრეთში. ევრაზიის პერიფერიებში კლიმატი ზღვიურია, სამხრეთში და აღმოსავლეთში - მუსონური, ხოლო შიგა რეგიონებში - კონტინენტური და მკაცრად კონტინენტური. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის რაიონებში, გადის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის ზოლი. დედამიწაზე ყველაზე მეტი ნალექი მოდის ინდოეთის ქალაქ ჩერაპუნჯში, დაახლ. 12 ათასი მმ წელიწადში.
ქაბული (სპარს. کابل; Kâb'l), ავღანეთისდედაქალაქი და უდიდესი აგლომერაცია დაახლოებით 2-4 მილიონი მოსახლეობით. ის ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ცენტრია სტრატეგიული მდებარეობით მდ. ქაბულის ვიწრო ხეობაში, მაღალმთიან რაიონში ხიბერის უღელტეხილამდე. ქაბული ტაჯიკეთის საზღვართან დაკავშირებულია გვირაბით ჰინდუ კუშის მთებს ქვეშ. ის დაახლოებით 1800 მეტრი სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. ქაბულის მთავარ პროდუქციას სამხედრო ამუნიცია და დანადგარები, ტანსაცმელი, ავეჯი, ჭარხლის შაქარი წარმოადგენს, თუმცა განუწყვეტელმა ომებმა 1979 წლიდან ეკონომიკური პროდუქტიულობა საგრძნობლად შეამცირა. ქაბული დღემდე ყველაზე დანაღმულ ქალაქად რჩება მსოფლიოში.(...სრულად)
ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ. წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოვებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ქინ შიჰუანგდი-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ. (...სრუალდ)
კულტურა
მაჰაბჰარატა (სანსკ. महाभारत mahābhārata „თქმულება დიდ ბჰარატებზე“), ძველი ინდური ეპიკური პოემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში.
წერილობითი ფორმით ძვ.წ.400 და ჩვ.წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაბჰარატა შეიცავს დაახლ. ასი ათას ორლექსეულს, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა.
მაჰაბჰარატა როგორც საგმირო, ასევე რელიგიურ-ფილოსოფიური ეპოსია. მის ავტორად მიჩნეულია ლეგენდარული პოეტი ვიასა, რომელსაც მაჰაბჰარატას შექმნა ღვთაება განეშამ შთააგონა.
პოემა შედგება თვრამეტი თავისა და ბოლოსიტყვაობისგან. ისევე როგორც არაბული ათასერთი ღამე, მისი მთავარი შინაარი გავრცობილია მრავალი პარალელური მოთხრობით და მოკლე ეპიზოდით. (...სრულად)
ლიტერატურა
არაბული ლიტერატურა წარმოიშვა VI საუკუნეში. უფრო ადრინდელი ნაშთები ჯერ კიდევ გაურკვეველი ტექსტების ფრაგმენტებს წარმოადგენს. VII საუკუნეში შექმნილმა ყურანმა ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა მთელს არაბულ კულტურასა და ლიტერატურაზე.
ყურანისა და ისლამური ცივილიზაციის შექმნამდე პერიოდს მუსლიმები ჯაჰილიიას ანუ "უცოდინარობის პერიოდს" უწოდებენ. ეს ტერმინი რელიგიურ უცოდინარობას მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობს წერილობითი ლიტერატურის ნაკვალევი, წამყვანი მაინც ზეპირმეტყველება იყო, რომელიც უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ნამდვილი წერილობითი ლიტერატურა ვითარდებს VI საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან. პირველი არაბულენოვანი ტექსტები ორი საუკუნის შემდეგ თავმოყრილ იქნება ორ კრებულში: მუ'ალაკა და მუფადდალიიატი. ეს ნაწარმოებებიც ვერ ქმნის სრულყოფილ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ლიტერატურა, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საუკეთესო ლექსები ან ნაწყვეტები იქნა შენახული. (...სრულად)