|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.
|
ნუგზარ (ხუტა) მამალაძე (დ. 11 ნოემბერი, 1947, ჩოხატაური) — ქართველი ინჟინერ-ელექტრიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია
1970 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაცია-ელექტროფიკაციის ფაკულტეტი. იყო გაერთიანება „საქსოფლტექნიკის“ უფროსი ინჟინერი, საქსოფლტექნიკის გარდაბნის რაიონული გაერთიანების უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი, მმართველი, აგროკომბინატის (რუს. РАПО) გენერალური დირექტორი, გარდაბნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ)“.
რესურსები ინტერნეტში