ავთანდილ გელაძე (დ. 28 იანვარი, 1956, სოფელი უდე, ადიგენის რაიონი — გ. 23 იანვარი, 2023) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი.
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკოს-ჰიდროდინამიკოსის სპეციალობით. 1978-1979 წლებში იყო ინჟინერი. 1979-1982 წლებში — რვაწლიანი და საშუალო სკოლების დირექტორი. 1982-1985 წლებში იყო ადიგენის რაიკომის ინსტრუქტორი. 1985-1991 წლებში იყო ადიგენის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე, ადიგენის რაიონის გამგებლის მოადგილე.1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ადიგენის მაჟორიტარი), გარემოს დაცვის კომისიის წევრი, პრივატიზაციის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“,
საპროცესორო საკითხთა და წესების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში