ფილიპინები

ფილიპინების რესპუბლიკა
Repúbliká ng̃ Pilipinas
Republic of the Philippines
ფილიპინები
ფილიპინების
დროშა გერბი
დევიზი: Maka-Diyos, Makatao, Makakalikasan, at Makabansa
(ინგლ. „For God, People, Nature and Country“)
ღმერთის, ხალხის, ბუნებისა და ქვეყნისათვის
ჰიმნი: Lupang Hinirang
ფილიპინების მდებარეობა
ფილიპინების მდებარეობა }}} }}} }}}
დედაქალაქიმანილა
14°35′ ჩ. გ. 121°00′ ა. გ. / 14.583° ჩ. გ. 121.000° ა. გ. / 14.583; 121.000
უდიდესი ქალაქი კენსონ-სიტი
14°38′ ჩ. გ. 121°02′ ა. გ. / 14.633° ჩ. გ. 121.033° ა. გ. / 14.633; 121.033
ოფიციალური ენა ფილიპინური, ინგლისური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე
 -  ვიცე-პრეზიდენტი ლენი რობრედო
ფართობი
 -  სულ 300 000 კმ2 (73-ე)
 -  წყალი (%) 0.61[1]
მოსახლეობა
 -  2024 შეფასებით 114 163 719[2] (მე-12)
 -  2010 აღწერა 92 337 852 
 -  სიმჭიდროვე 341,5 კაცი/კმ2 (43-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასებით
 -  სულ $751.770 მილიარდი[3] 
 -  ერთ მოსახლეზე $7,412[3] 
აგი (2013) 0.660[4] (საშუალო) (117-ე)
ვალუტა პესო (PHP)
დროის სარტყელი UTC+08:00
ქვეყნის კოდი PHL
Internet TLD .ph
სატელეფონო კოდი 63

ფილიპინები (ტაგალ. Pilipinas, ინგლ. the Philippines, ესპ. Filipinas), ოფიციალურად ფილიპინების რესპუბლიკა (ტაგალ. Republika ng Pilipinas, ინგლ. Republic of the Philippines, ესპ. República de Filipinas) — სუვერენული, კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ქვეყანა შედგება 7 107 კუნძულისაგან, რომლებიც სამ ძირითად გეოგრაფიულ ჯგუფად იყოფა: ლუსონი, ვისაიასი და მინდანაო. დედაქალაქია მანილა, მოსახლეობის მიხედვით კი უდიდესი ქალაქია კენსონ-სიტი, ორივე მათგანი მანილის მეტროპოლისის შემადგენლობაში შედის.[5]

ფილიპინები, ჩრდილოეთით, ტაივანისაგან ლუსონის სრუტითაა გამოყოფილი; დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვა საზღვრავს ვიეტნამისაგან; სამხრეთ-დასავლეთით სულუს ზღვა გამოყოფს კუნძულ კალიმანტანის მალაიზიური ნაწილისაგან; სამხრეთით ინდონეზიის კუნძულებისაგან სულავესის ზღვითაა გამოყოფილი, ხოლო აღმოსავლეთით კუნძულ-სახელმწიფო პალაუსაგან საზღვრავს ფილიპინების ზღვა. წყნაროკეანურ ცეცხლოვან რკალზე მდებარეობისა და ეკვატორთან სიახლოვის გამო, ფილიპინებისათვის დამახასიათებელია მიწისძვრა და ტაიფუნი, თუმცა ეს, ასევე, განაპირობებს ქვეყანაში უხვი ბუნებრივი რესურსებისა და მსოფლიო მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნების არსებობას. დაახლოებით 300 000 კმ² ფართობით ფილიპინები მსოფლიოში 72-ე ადგილს იკავებს.[6]

დაახლოებით 100 მილიონიანი მოსახლეობით[7][8] ქვეყანას აზიაში მე-7, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია. 12 მილიონი ფილიპინელი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დიასპორას ქმნის. ფილიპინები მრავალეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა. პრეისტორიულ ხანაში არქიპელაგზე ერთ-ერთი პირველი ნეგრიტოს ხალხი დასახლდა, რომელსაც ავსტრონეზიელი ხალხების მიგრაციული ტალღები მოჰყვა.[9] ჩინურ, მალაიურ, ინდურ და ისლამურ სახელმწიფოებთან ურთიერთობის შემდეგ ჩამოყალიბდა მრავალი ქვეყანა დატუების, რაჯების, სულთნებისა და ლაკანების მმართველობის ქვეშ.

1521 წელს აღმოსავლეთ სამარში, კუნძულ ჰომონჰონზე, ფერნანდო მაგელანის გამოჩენით აღინიშნა ესპანური კოლონიზაციის დასაწყისი. 1543 წელს ესპანელმა მკვლევარმა, რუი ლოპეს დე ვილიალობოსმა არქიპელაგს მეფე ფილიპე II-ის პატივსაცემად ლას ისლას ფილიპინასი (Las Islas Filipinas) უწოდა. 1565 წელს მეხიკოდან მიგელ ლოპეს დე ლეგასპის ჩამოსვლის შემდეგ, ფილიპინებზე დაარსდა პირველი ესპანური დასახლება.[10] არქიპელაგი ესპანეთის იმპერიის ნაწილი გახდა და მის შემადგენლობაში რჩებოდა 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რის შედეგადაც კათოლიციზმი ქვეყანაში დომინანტი რელიგია გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში მანილა აზიისა და ამერიკის დამაკავშირებელი მანილა-აკაპულკოს ტრანსწყნაროკეანური ვაჭრობის დასავლეთი ცენტრი გახდა.[11]

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდნენ ფილიპინების რევოლუცია, მის შედეგად წარმოქმნილი ხანმოკლე ფილიპინების პირველი რესპუბლიკა და ფილიპინებ-ამერიკის ომი.[12] იაპონური ოკუპაციის გამოკლებით, აშშ 1945 წლამდე ინარჩუნებდა სუვერენიტეტს არქიპელაგზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფილიპინები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს. აქედან მოყოლებული ქვეყანას ხშირად ჰქონია დემოკრატიის მშენებლობის ხმაურიანი გამოცდილება, რომელიც არაძალადობრივი რევოლუციის შედეგად დიქტატურის დამხობასაც მოიცავდა.[13]

დიდი მოსახლეობისა და ეკონომიკური პოტენციალის გამო ფილიპინები მსოფლიო პოლიტიკაში საშუალო ძალადაა მიჩნეული. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, აზიურ-წყნაროკეანური ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტის დამფუძნებელი წევრია. იგი, ასევე, მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის შტაბბინას.[14] ფილიპინები ითვლება განვითარებად ბაზრად და ახალინდუსტრიულ ქვეყნად,[15] რომელიც აგროკულტურულ სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკიდან, ძირითადად, მომსახურებასა და წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესშია.[16]

სახელწოდება

  • ოფიციალური: ფილიპინების რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Repúbliká ng̃ Pilipinas; Republic of the Philippines.
  • ეტიმოლოგია: ესპანეთის მეფის ფილიპ II-ის პატივსაცემად კუნძულებს ეს სახელი უწოდა ესპანელმა მოგზაურმა რ. ვილიალოვოსმა, როდესაც იგი 1542-1545 წლებში თავისი ექსპედიციით გადასხდა ნაპირზე.

გეოგრაფია

სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინების არქიპელაგის კუნძულებზე, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. არქიპელაგის 7100 კუნძულიდან უდიდესია 11 (ტერიტორიის 96 %) - ლუსონი, მინდანაო, სამარი, ნეგროსი, პალავანი, პანაი, მინდორო, ლეიტე, სებუ, ბოჰოლი, მასბატე.

ბუნება

ფილიპინის კუნძულები დასავლეთ წყნაროკეანურ გეოსინკლინურ სარტყელში მდებარე კუნძულთა რკალების ნაწილია. იგი გადაჭიმულია 1800 კმ-ზე მეტ მანძილზე. უმთავრეს კუნძულთა სანაპირო ზოლი ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია. აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით გადის ფილიპინის ღარი. ჭარბობს მთიანი რელიეფი. საშუალო სიმაღლე 1500-2000 მ (მაქსიმალური 2953 მ - ვულკანი აპო კუნძულ მინდანაოზე). დამახასიათებელია ციცაბოკალთებიანი, ძლიერ დანაწევრებული, მოკლე მასივები და მოქმედი ვულკანები. მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს დაბალმთიანეთს, მაღლობსა და პლატოებს, ტერიტორიის მცირე ნაწილი დაბლობია. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის, სპილენძის, მანგანუმის, ნიკელის, კობალტის, ქრომის, ვერცხლისწყლის მადანი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

ჰავა ტერიტორიის დიდ ნაწილში ეკვატორულია, ჩრდილოეთით სუბ-ეკვატორული, მუსონური. ჰაერის ტემპერატურა სანაპიროზე მთელი წლის განმავლობაში 24-დან 28 °C-მდეა, მთაში მცირდება 15-17 °C-მდე. ტერიტორიის დიდ ნაწილში ნალექები 2000 მმ-ზე მეტია წელიწადში, ქედების განაპირა კალთებზე - 3500-4000 მმ, მთათაშუა ხეობებში და ზოგიერთ სამხრეთ კუნძულზე - 1000 მმ-ზე ნაკლებია. ყოველწლიურად, აგვისტო-ოქტომბერში, დაახლოებით 20-ჯერ აღინიშნება ტაიფუნი.

მდინარეები მოკლეა, წყალუხვი. მთავარი მდინარეებია: მინდანაო, აგუსანი, პამპანგა, აგნო, კაგაიანი. შედარებით დიდინ ტბებია ბაი, ლანაო და ტაალი. ნიადაგებიდან ჭარბობს ლატერიტული წითელმიწები და ყვითელმიწები, რომელთაც მთაში მთის წაბლა ნიადაგი ენაცვლება. ვულკანური მოქმედების რაიონში ვულკანური ნიადაგებია, მდინარეთა გაყოლებით - ალუვიური.

ფლორა და ფაუნა

მცენარეულობა მდიდარი და მრავალფეროვანია. ფილიპინებზე დაახლოებით 10 000 სახეობის მცენარეა, აქედან დაახლოებით 40 % ენდემურია. ტყეს უჭირავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 40 %, უმთავრესად მთაში. არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს მარადმწვანე, დასავლეთ ნაწილში ფოთოლმცვივანი ტყე. ცხოველთა სამყარო მიეკუთვნება ინდო-მალაის ზოოგეოგრაფიულ ოლქს. ფილიპინებზე არიან დიდი ძუძუმწოვრები. ბინადრობენ მაიმუნები (უმთავრესად მაკაკები), მფრინავი ძაღლები, ვივერები, ტყის კატები და სხვა. არის დაახლოებით 450 სახეობის ფრინველი. ბევრია ქვეწარმავალი. გარემომცველი წყლები მდიდარია თევზით (სარდინი, მაკრელი, თინუსი და სხვა).

ისტორია

XVI საუკუნემდე ფილიპინების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. ზოგიერთი მონაცემით, ახ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში ფილიპინების მნიშვნელოვანი ნაწილი სუმატრის სახელმწიფო შრივიჯაიას გავლენის სფეროში შედიოდა. ამ პერიოდში ზონდის კუნძულებიდან ფილიპინებზე გადასახლდა მალაიელების დიდი ნაწილი. ისინი შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას. XIV-XVI საუკუნეებში ფილიპინების ნაწილი (არქიპელაგი სელუ, მინდანაო, ლუსონის ნაწილი) ნომინალურად ექვემდებარებოდა მაჯაპაჰიტის იმპერიას. XVI საუკუნისათვის ფილიპინების არქიპელაგის ტომები და ხალხები საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. ყველაზე განვითარებული ფეოდალური სამთავროები იყო სებუს, პანაისა და ლუსონის კუნძულებსა და არქიპელაგ სულუზე. 1564-1572 წლებში ესპანელმა კოლონიზატორებმა დაიმორჩილეს ფილიპინების მნიშვნელოვანი ნაწილი. 1896 წელს დაიწყო ანტიესპანური აჯანყება. 1897 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ფილიპინების რესპუბლიკა, თუმცა 1898 წლის 10 დეკემბერს ესპანეთსა და აშშ-ს შორის პარიზში ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებით ესპანეთმა ფილიპინები აშშ-ს დაუთმო. 1899-1901 წწ-ში ამერიკელებმა ფილიპინები დაიკავეს. ფილიპინებმა აშშ-სგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1946 წელს. პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი დამხობილ იქნა კორასონ აკინოს სახალხო მოძრაობის მიერ (1986). 1987-1992 წლებში სამხედრო გადატრიალების 7 მცდელობა იყო, მაგრამ აკინომ შეინარჩუნა ხელისუფლება.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი გლორია მაკაპაგალ-აროიო (2001).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (24+214 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 73 რეგიონი და 61 ქალაქი.

დემოგრაფია

ეკონომიკა

მემკვიდრეობა

ბაროკოს სტილის ეკლესიები, ისტორიული ქალაქი ვიგანი, პუერტო პრინსესას მიწისქვეშა მდინარეების ეროვნული პარკი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. East & Southeast Asia: Philippines. The World Factbook. Central Intelligence Agency (October 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2015. ციტირების თარიღი: November 7, 2009.
  2. Population Projection Statistics (28 Mar 2021). ციტირების თარიღი: 15 Nov 2023
  3. 3.0 3.1 Philippines. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: October 2014.
  4. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: July 27, 2014.
  5. Metro Manila Official Website
  6. List of World's Largest Countries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-23. ციტირების თარიღი: 2015-12-06.
  7. Philippines joyous as baby Chonalyn's arrival means population hits 100m. the Guardian.
  8. Philippine population officially hits 100 million. Rappler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-21. ციტირების თარიღი: 2015-12-06.
  9. Isidore Dyen (1965). „A Lexicostatistical Classification of the Austronesian Languages“. Internationald Journal of American Linguistics, Memoir. 19: 38–46.
  10. History of Cebu. Cebu City Tour. ციტირების თარიღი: February 22, 2013.
  11. Kane, Herb Kawainui (1996). „The Manila Galleons“, რედ. Bob Dye: Hawai Chronicles: Island History from the Pages of Honolulu Magazine. Honolulu: University of Hawaii Press, გვ. 25–32. ISBN 0-8248-1829-6. 
  12. Constantino, R (1975) The Philippines: a Past Revisited. Quezon City: Tala Pub. Services. 
  13. The Original People Power Revolution. QUARTET p. 77. ციტირების თარიღი: February 28, 2008.
  14. admin. Departments and Offices. http://www.adb.org.+ციტირების თარიღი: 2015-11-26.
  15. The N-11: More Than an Acronym - Goldman Sachs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2011-07-19.
  16. CIA World Factbook, Philippines დაარქივებული 2015-07-19 საიტზე Wayback Machine. , Retrieved May 15, 2009.

Read other articles:

The Voice Kids IndonesiaPembuatJohn de MolPresenterAnanda Omesh (2016-sekarang) Ersa Mayori (2016-17, 2021-sekarang)Dian Ayu Lestari (2018)JuriAgnez Mo (2016-18)Bebi Romeo (2016-17)Tulus (2016-17)Kaka 'Slank' (2018)Marcell Siahaan (2018-sekarang)Isyana Sarasvati (2021-sekarang)Rizky Febian & Yura Yunita (2021-sekarang)Negara asalIndonesiaJmlh. musim4Jmlh. episode61ProduksiProduser eksekutifVictor SetiawanDurasi150 menitDistributorTalpa Media (2016-2018)ITV Studios (2021-sekarang)Rilis as...

 

Gereja Kristen Jawa Salib Putihꦒꦿꦺꦗꦱꦭꦶꦧ꧀ꦥꦸꦠꦶꦃꦱꦭꦠꦶꦒNama sebagaimana tercantum dalamSistem Registrasi Nasional Cagar Budaya Cagar budaya IndonesiaKategoriBangunanNo. RegnasBelum adaLokasikeberadaanJalan Hasanudin km. 4 (Kota Salatiga–Kopeng), Kelurahan Kumpulrejo, Kecamatan Argomulyo, Kota Salatiga, Provinsi Jawa TengahPemilikYayasan Sosial Kristen Salib PutihPengelolaYayasan Sosial Kristen Salib Putih GKJ Salib Putih merupakan salah satu bukti fisik peny...

 

Paul RamadierPaul Ramadier nel 1948 Presidente del Consiglio dei ministri della Repubblica franceseDurata mandato22 gennaio 1947 –19 novembre 1947 Capo di StatoVincent Auriol PredecessoreLéon Blum (presidente del governo provvisorio) SuccessoreRobert Schuman Dati generaliPartito politicoSezione Francese dell'Internazionale Operaia Titolo di studioDottorato in Lettere e Giurisprudenza UniversitàUniversità di Tolosa ProfessioneAvvocato Firma Paul Ramadier (La R...

Shazam!Poster rilis teatrikalSutradaraDavid F. SandbergProduserPeter SafranSkenarioHenry GaydenCerita Henry Gayden Darren Lemke BerdasarkanKarakter DC ComicsPemeran Asher Angel Zachary Levi Mark Strong Jack Dylan Grazer Djimon Hounsou Penata musikBenjamin WallfischSinematograferMaxime AlexandrePenyuntingMichel AllerPerusahaanproduksi New Line Cinema DC Films Peter Safran Productions DistributorWarner Bros. PicturesTanggal rilis 15 Maret 2019 (2019-03-15) (Toronto) 2 April 2019&...

 

My Little Pony - L'amicizia è magicaserie TV d'animazione Logo italiano della serie. Titolo orig.My Little Pony: Friendship Is Magic Lingua orig.inglese PaeseStati Uniti, Canada AutoreLauren Faust RegiaJayson Thiessen, James Wootton SceneggiaturaLauren Faust, Amy Keating Rogers, Cindy Morrow, Chris Savino, Meghan McCarthy, Charlotte Fullerton, M. A. Larson, Dave Polsky, Merriwether Williams MusicheWilliam Kevin Anderson, Daniel Ingra...

 

Indian actress (born 1982) Shriya SaranShriya in 2019Born (1982-09-11) 11 September 1982 (age 41)Haridwar, Uttarakhand, IndiaAlma materLady Shri Ram College for WomenOccupations Actress dancer Years active2001–presentWorksFull listSpouse Andrei Koscheev ​(m. 2018)​Children1 Shriya Saran Bhatnagar (pronounced [ʃrɪja səɾən]; born 11 September 1982) is an Indian actress who primarily works in Telugu, Tamil, and Hindi films. Although Sara...

Re-enactment of the first public demonstration of general anesthesia by William T. G. Morton on October 16, 1846, in the Ether Dome at Massachusetts General Hospital, Boston. Surgeons John Collins Warren and Henry Jacob Bigelow are included in this daguerrotype by Southworth & Hawes. The Bulfinch Building, home of the Ether Dome Throughout recorded history, attempts at producing a state of general anesthesia can be traced back to the writings of ancient Sumerians, Babylonians, Assyrians,...

 

Corconnecomune Corconne – Veduta LocalizzazioneStato Francia RegioneOccitania Dipartimento Gard ArrondissementLe Vigan CantoneQuissac TerritorioCoordinate43°52′N 3°56′E / 43.866667°N 3.933333°E43.866667; 3.933333 (Corconne)Coordinate: 43°52′N 3°56′E / 43.866667°N 3.933333°E43.866667; 3.933333 (Corconne) Altitudine96 m s.l.m. Superficie12,87 km² Abitanti565[1] (2009) Densità43,9 ab./km² Altre informazioni...

 

Politics of Azerbaijan Constitution Constitutional court Human rights Head of state President Ilham Aliyev Vice President: Mehriban Aliyeva Office of the President Executive Prime Minister Ali Asadov Cabinet of Ministers National Assembly National Assembly Speaker: Sahiba Gafarova Judiciary Judiciary Administrative divisions Administrative divisions Elections Presidential: 201320182024 Parliamentary: 20152020 Political parties Foreign relations Ministry of Foreign Affairs Minister: Jeyhun Ba...

Distribution of Alberta's 51 summer villages A summer village is a type of urban municipality in the Canadian province of Alberta that has a permanent population generally less than 300 permanent inhabitants, as well as seasonal (non-permanent) inhabitants. Alberta has a total of 51 summer villages that had a cumulative population of 5,176 and an average population of 101 in Canada's 2016 Census of Population.[1] Alberta's largest summer village is Sandy Beach with a population of 27...

 

New Zealand politician The HonourableBill ParryPhotograph of Bill Parry taken in 1935.13th Minister of Internal AffairsIn office6 December 1935 – 13 December 1949Prime MinisterMichael Joseph SavagePeter FraserPreceded byAlexander YoungSucceeded byWilliam Bodkin2nd Minister of Social SecurityIn office30 April 1940 – 13 December 1949Prime MinisterPeter FraserPreceded byWalter NashSucceeded byJack WattsMember of the New Zealand Parliamentfor Auckland CentralIn office17 Dece...

 

Legal document requiring the addressee to prove their authority to act Prerogative writs Certiorari / Review Habeas corpus Mandamus / Mandate (peremptory) Procedendo Prohibito / Prohibition Quo warranto vte Administrative law General principles Administrative court Delegated legislation Exhaustion of remedies Justiciability Ministerial act Ouster clause Prerogative writ Certiorari Habeas corpus Mandamus Prohibition Quo warranto Rulemaking Ultra vires Grounds for judicial review Fettering of d...

مدرسة الشرطة بميلة الدولة  الجزائر الولاء المديرية العامة للأمن الوطني الدور تكوين الحجم حوالي 500 طالب متربص جزء من شرطة المقر الرئيسي حي قصر الماء - ميلة، ولاية ميلة القادة القائد الحالي مدير المدرسة بالنيابة عميد الشرطة غربي خميسي[1] تعديل مصدري - تعديل   مدرسة ا�...

 

Alex GiorgiNazionalità Italia Sci alpino SpecialitàSlalom gigante, slalom speciale, combinata Termine carriera1987   Modifica dati su Wikidata · Manuale Alessandro Emilio Giorgi detto Alex (Bressanone, 9 dicembre 1957) è un ex sciatore alpino italiano. Indice 1 Biografia 2 Palmarès 2.1 Coppa del Mondo 2.2 Coppa Europa 2.3 Campionati italiani 3 Onorificenze 4 Note 5 Collegamenti esterni Biografia Specialista delle prove tecniche originario della Val Gardena, Giorgi ottenne ...

 

Ранняя китайская ракета, с пусковой установкой.Лабораторная рота, ВС России, 1826 — 1828 годы.Пусковая установка зенитно-ракетного комплекса С-300 Пусковая установка противотанковой управляемой ракеты FGM-148 Javelin Корабельная вертикальная пусковая установка фрегата Адмирал фл...

Family of flowering plants Carlemanniaceae Silvianthus bracteatus Scientific classification Kingdom: Plantae Clade: Tracheophytes Clade: Angiosperms Clade: Eudicots Clade: Asterids Order: Lamiales Family: CarlemanniaceaeAiry Shaw Type genus CarlemanniaBenth. Genera Carlemannia Silvianthus The Carlemanniaceae are a tropical East Asian and Southeast Asian family of subshrub to herbaceous perennial flowering plants with 2 genera.[1] Older systems of plant taxonomy place the two genera, C...

 

Football club in Kosovo KF Besa Pejë and FC Besa Pejë redirects here. Football clubBesa PejëFull nameSoccer Club Besa Pejë(Klubi Futbollistik Besa Pejë)Nickname(s)Besa Boys (Djemtë e Besës)Founded1923; 101 years ago (1923) asBehari i Ri4 December 2023; 7 months ago (2023-12-04) (current form)GroundShahin Haxhiislami StadiumPresidentvacantManagervacantLeagueNone2022–23(last)Kosovo Second League, 16th of 16 (relegated) Home colours Away colours SC Be...

 

American business channel Television channel Fox Business NetworkCountryUnited StatesBroadcast areaWorldwideHeadquarters1211 Avenue of the AmericasNew York City, U.S.ProgrammingLanguage(s)EnglishPicture format720p HDTV(downscaled to letterboxed 480i for the SDTV feed)OwnershipOwnerNews Corporation (2007–2013)21st Century Fox (2013–2019)Fox Corporation (2019–present)ParentFox News MediaSister channels Fox News Channel Fox Weather Fox Broadcasting Company FS1 FS2 LiveNOW from Fox MyNetwor...

Period of Japanese history (1865–1868) For other uses, see Keio (disambiguation). Part of a series on theHistory of JapanShōsōin PeriodsPaleolithicbefore 14,000 BCJōmon14,000 – 1000 BCYayoi 1000 BC – 300 ADKofun 300 AD – 538 ADAsuka 538 – 710Nara 710 – 794HeianFormer Nine Years' WarLater Three-Year WarGenpei War 794–1185KamakuraJōkyū WarMongol invasionsGenkō WarKenmu Restoration 1185–1333MuromachiNanboku-chō periodSengoku period 1336–15...

 

Maximilian WenglerBorn(1890-01-14)14 January 1890Roßwein, SaxonyDied25 April 1945(1945-04-25) (aged 55)near Pillau-NeutiefAllegiance Nazi GermanyService/branchHeerRankGeneralmajorCommands227th Infantry DivisionBattles/warsWorld War I World War IIAwardsKnight's Cross of the Iron Cross with Oak Leaves and Swords Maximilian Wengler (14 January 1890 – 25 April 1945) was a German general in the Wehrmacht during World War II. He was a recipient of the Knight's Cross of the Iron Cross w...