რევაზ არველაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1941, თელავი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი (1999 წლიდან), აკადემიკოსი.
1964 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1964–1992 წლებში მუშაობდა ენერგეტიკის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 1964–1966 წლებში ახმეტის ხის დამამუშავებელი კომბინატის ელექტროინჟინერი, მთავარი ენერგეტიკოსი; 1966–1980 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერმუშაკი; 1980–1985 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობა, უფროსი რეფერენტი, განყოფილების გამგის მოადგილე. 1984–1991 წლებში საქმთავარენერგოს უფროსის მოადგილე, უფროსის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1991–1996 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992–1993 წლებში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; 1996–1997 წლებში იგივე სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 1998–1999 წლებში კორპორაცია „აგორას“ დირექტორი; 2004–2009 წლებში სს საქრუსენერგოს კონსულტანტი, ტექნიკური საბჭოს მრჩეველი. 1999–2004 წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი № 18 საარჩევნოვნო ოლქიდან, ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო