^ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.
ლუქსემბურგი (ლუქს.Lëtzebuerg; ფრანგ.Luxembourg; გერმ.Luxemburg), ოფიციალურად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო (ლუქს.Groussherzogtum Lëtzebuerg; ფრანგ.Grand-Duché de Luxembourg; გერმ.Großherzogtum Luxemburg) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოდასავლეთ ევროპაში. დასავლეთით და ჩრდილოეთით ბელგიას, აღმოსავლეთით გერმანიას და სამხრეთით საფრანგეთს ესაზღვრება. დედაქალაქი ლუქსემბურგი, ბრიუსელთან და სტრასბურგთან ერთად, ევროკავშირის სამი ოფიციალური დედაქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც განლაგებულია ევროკავშირის სასამართლო და ევროკავშირის უმაღლესი იურიდიული ორგანო. ქვეყნის კულტურა, მოსახლეობა და ენა, გადაჯაჭვულია მეზობლებზე, რაც არსებითად ფრანგული და გერმანული კულტურის ნარევია. მეზობელი ქვეყნების მხრიდან რიგი შემოსევების შემდეგ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყანას გაუჩნდა მედიაციის ნება საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რაც გამოიწვია ევროკავშირის შექმნა.[5]
ქვეყანა შედგება ორი ძირითადი რეგიონისგან: ესლინგი, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი და არდენების ნაწილი, და გუტლენდი („კარგი მიწა“), ქვეყნის სამხრეთი ნაწილი.[6] 2,586 კმ² ფართობით, ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა (დაახლოებით იგივე ზომისაა, როგორიც როდ-აილენდია და ნორტჰამპტონშირია).[7] 2012 წელს ოქტომბერში, ლუქსემბურგის მოსახლეობამ 524,853 კაცი შეადგინა და გახდა ევროპის მე-8 ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა.[8] ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიაა წარმომადგენლობითი დემოკრატიით, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი ჰერცოგი ანრი. ლუქსემბურგი მსოფლიოს დარჩენილი ერთადერთი დიდი საჰერცოგოა. ლუქსემბურგი განვითარებული ქვეყანაა, განვითარებული ეკონომიკით და გაეროს 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ-თი (მუპ) ერთ სულ მოსახლეზე. ქვეყნის ცენტრალური მდებარეობა, ისტორიულად მიანიჭა მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. თავდაპირველად დაარსდა, როგორც რომაული ციხესიმაგრე, ადრეული შუა საუკუნეებში, იგი მსახურობდა სასიცოცხლო ციხესიმგრეთ ფრანგებისთის, ასევე XVI-XVII საუკუნეებში, დასაყრდენი იყო ესპანეთის გზაზე.
ლუქსემბურგი ევროკავშირის, ეთგოს, გაეროს, ნატოსა და ბენილუქსის დამფუძნებელი წევრია, რაც ასახავს მის პოლიტიკურ კონსენსუსს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქალაქი ლუქსემბურგი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია, ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტისა და სააგენტოს დისლოცირების ადგილია. ლუქსემბურგი, 2013-2014 წლებში, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იყო, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა.[9] 2016 წელს, ლუქსემბურგის მოქალაქეებმა მიიღეს უვიზო ან ჩასვლისას ვიზის ხელმისაწვდომობა 172 ქვეყანაში, ამით ლუქსემბურგულმა პასპორტმა მსოფლიოში მე-6 ადგილი დაიკავა, კანადურ და შვეიცარიულ პასპორტთან ერთად.[10]
სახელწოდება
ოფიციალური: ქართულად - ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; ლუქსემბურგულად - Grousherzog dem Letzebuerg; ფრანგულად - Grand-Duche de Luxembourg; გერმანულად - Grossherzogtum Luxemburg.
ეტიმოლოგია - თავდაპირველად ეს სახელი ერქვა მცირე ციხე-სიმაგრეს (lucilemburrugh, კელტურად Lucilem - „მცირე“, გერმანულად burg - „ციხე-სიმაგრე“, შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
ლუქსემბურგის ისტორია ზიგფრიდის მიერ 963 წელს ზაუერისა და ალზეტის შესართავებთან ბოკის კლდეზე ციხესიმაგრის აგებით იწყება. ამ საფორტიფიკაციო ნაგებობის გარშემო განვითარდა ქალაქი, რომელიც დღევანდელი ლუქსემბურგია.
თანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო არსებობს 1839 წლიდან. 1867 წელს ლონდონის კონფერენციამ იგი გამოაცხადა „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ ქვეყნად. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1890 წლამდე ნიდერლანდებთან უნია ჰქონდა შეკრული. 1921 წლიდან ბელგიასთან ეკონომიკურ-საბაჟო კავშირშია. 1948 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ. 1957 წლიდან ევროგაერთიანების წევრია.
1866 წელს ლუქსემბურგის კრიზისის შემდეგ (რამაც პრუსია და საფრანგეთი ომის ზღვრამდე მიიყვანა), 1867 წელს ლონდონში კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი სადაც აღინიშნა ლუქსემბურგის დამოუკიდებლობა და ნეიტრალიტეტი.
1914 წელს გერმანიის იმპერიამ საფრანგეთთან ომის დროს დაარღვია ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ოკუპაციისა გერმანიამ ლუქსემბურგს შეუნარჩუნა პოლიტიკური მექანიზმების დამოუკიდებლობა.
ლუქსემბურგი წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიას, რომლის სათავეში კონსტიტუციური მონარქი დგას. 1868 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება დიდი ჰერცოგისა და მინისტრთა კაბინეტის მიერ, რომელიც ჰერცოგის გარდა რამდენიმე სხვა მინისტრისგან შედგება.[19] დიდ ჰერცოგს უფლება აქვს დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო, ხოლო ამ შემთხვევაში, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამი თვის განმავლობაში. თუმცა, 1919 წლის შემდეგ, სუვერენიტეტი იმართება ერის მიერ და ხორციელდება დიდი ჰერცოგის მიერ, ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით.[20]
საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიჭებული დეპუტატთა პალატას, რომელიც 60 წევრისგან შემდგარი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა, სადაც წევრებს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, ოთხივე ოლქიდან. მეორე ორგანო „სახელმწიფო საბჭოა“ (Conseil d'Etat), რომელიც შედგება ოცი რიგითი მოქალაქისგან, დიდი ჰერცოგის მიერ დანიშნული, რომლებიც დეპუტატთა პალატას კანონმდებლობის შემუშავებას ურჩევს.[21]
დიდი საჰერცოგოს გააჩნია სამი ქვედა სასამართლო ტრიბუნალი (ეშ-სიურ-ალზეტი, ქალაქ ლუქსემბურგისა და დიკირხის), ორი სარაიონო ტრიბუნალი (ლუქსემბურგისა და დიკირხის) და უმაღლესი სასამართლო (ლუქსემბურგი), რომელიც მოიცავს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს. არსებობს ასევე ადმინისტრაციული ტრიბუნალი და ადმინისტრაციული სასამართლო, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს.
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური. 3 იყენებს სახელს პრეზიდენტი.