ლეო X იყო ლორენცო შესანიშნავის (მედიჩის) ვაჟიშვილი. იგი ებრძოდა მედიჩების მოწინააღმდეგეებს. იტალიური ომების დროს (1494-1559 წწ.) მონაწილეობდა სხვადასხვა კოალიციებში. ლეო X-ის მისწრაფებას გამდიდრებისა და თავის სამფლობელოების გაფართოებისაკენ მოჰყვა ნეპოტიზმის გაფურჩქვნა. ინდულგენციებით უსირცხვილო ვაჭრობამ ლეო X-ის დროს დააჩქარა რეფორმაციის დაწყება. 1516 წელს ლეო X-მ ბოლონიის კონკორდატი დადო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან. 1520 წელს მან ბულით ეკლესიიდან განკვეთა მარტინ ლუთერი და რეფორმაციის ყველა მონაწილე.