18 მარტი – პოლონურმა შეიარაღებულმა ძალებმა აიღო მარიენვერდერის ციხესიმაგრე. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა ომი პოლონელებსა და ტევტონთა ორდენის წარმომადგენლებს შორის
ივნისი – აცტეკთა იმპერიის მმართველი მონტესუმა II, კონკისტადორმა ერნან კორტესმა დაატყვევა. აცტეკთა იმპერიას სათავეში ჩაუდგა მონტესუმას უმცროსი ძმა კუიტლაუაკი.
15 ივნისი – რომის პაპმა ლეო X გამოსცა «Exurge Domine», სადაც დაგმობილი იყო მარტინ ლუთერის მოძღვრება და ის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს.
ოქტომბერი – აცტეკების სახელმიწფოს მმართველი კუიტლაუაკი გარდაიცვალა ყვავილის დაავადებით. აცტეკთა ქვეყნის უკანასკნელი მმართველი გახდა მონტესუმას ძმისშვილი კუაუტემოკი.
8 ნოემბერი – ქრისტიან დანიელის ბრძანებით სტოკჰოლმში სიკვდილით დასაჯეს აჯანყებული შვედების მოთავეები.
28 ნოემბერი – სამხრეთ ამერიკის სამხრეთით არსებული სრუტეების გავლის შედეგად სამი გემი პორტუგალიელი მკვლევარის ფერდინანდ მაგელანის მეთაურობით წყნარ ოკეანეში შედის, რითაც ისინი პირველი ევროპელები ხდებიან, რომლებმაც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში შეცურეს.