ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კავკასიონი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კავკასიონი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „kaukasos“, რომელსაც თავის მხრივ, სავარაუდოდ ძველირანული („kapkah“ — დიდი მთა) ან ხეთური („kazkaz“ — ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე. ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა „კავკასს“, „კავკასიას“. კავკასიონი ეწოდა XX საუკუნეში. ძველი ბერძნების სიტყვიერებაში ეს სახელწოდება ხმარებაშია ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან. ამ სახელწოდების წარმოშობის შესახებ ბერძნები მოგვითხორობენ: სახელწოდება „კავკასია“ ამ მთამ მიიღო შემდეგი მიზეზის გამო:[1]
„გიგანტთა, ე.ი. ბუმბერაზთა ბრძოლის შემდეგ სატურნი დაემალა იუპიტერის რისხვას და ნიანგად ქცეულმა თავი შეაფარა უმაღლეს მთას. აქ პრომეთემ მოკლა ერთი ბინადარი მწყემსი, სახელად „კავკასი“, და მისი შიგნეულის მიხედვით თქვა, რომ მტრები ახლო არიანო. იუპიტერი მოევლინა იმ არემარეს, შეკრა მამამისი და გადაუშვა ტარტაროსში, ე.ი. ჯოჯოხეთში მთაზე კი, რომელსაც ეწოდა მწყემსის სახსოვრად „კავკასი“ მიაჯაჭვა პრომეთე და მიუსია მას ტანჯვის მისაყენებლად არწივი.“
მეორე ცნობა ამ სახელწოდების შესახებ შემორჩენილია პლინიუსთან, რომლის თანახმად, სკვითები ეძახიან კავკასიის მთაგრეხილს „გრავკაზის“, რაც ნიშნავს „თეთრთოვლიანს“. იულიუს ფონ კლაპროთი აწარმოებს ამ სიტყვას — „კავკასიას“ — Koh-Kafsp-იდან ქოხ-ქასპიდან. ე.ი. მთა კასპიელთა, რადგანაც „ქოხ“ ანუ „ქუხ“ ირანულად ნიშნავს მთას. მისი აზრით, „კავკაზი“ წარმოსდგა ქოფ-ქაფი-დან, ქოფ-ქაფი კი არის, ალბათ, ქოხ-ქასპ-ის წარღვნილი ძველი სახელწოდება. ამ მსჯელობას ის ამყარებს ერატოსთენეს ჩვენებაზე, რომ ბინადარნი „კავკასიას“ უწოდებენ კასპიად.[1]
სტრაბონი ემხრობა ამ აზრს და ამბობს, რომ ეს სახელწოდება შესაძლებელია წარმოიშვა „კასპიელთა“ ხალხიდან, თუმცა მის დროს ეს ხალხი უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ მან იცოდა, რომ ჰეროდოტე ამ ხალხს იხსენიებს ქსერქსეს ლაშქრის შემადგენელ ხალხთა შორის. დიმიტრი ბაქრაძის აზრით, სახელწოდება „კავკასია“ შემოტანილია ძველად აზებისაგან, ასსებისაგან ანუ ოსებისაგან ინდოეთით. არსებობს კიდევ ერთი აზრი, თავისებური თავის სიმარტივით, — ეს არის მოსე ჯანაშვილის შეხედულება: კავ-კავ, რაც შეიძლება მივიღოთ შემდეგი მნიშვნელობით: ზღუდე-ზღუდეს, მთაგრეხილი-მთაგრეხილს, იგულისხმე, მისდევს. არსებობს აგრეთვე სხვა მრავალი შეხედულებაც.[1]
კავკასიონის ოროგრაფიული აღნაგობა ისეთ მთიანეთებთან შედარებით, როგორებიცაა ალპები და კარპატები, უფრო მარტივია, რაც აიხსნება მისი თითქმის სწორხაზობრივი მიმართულებით და მცირე სიგანით. კავკასიონის სისტემა როგორც გასწვრივ ჭრილში, ისევე განივშიც მნიშვნელოვანი განსხვავებით ხასიათდება. მეორეხარისხოვანი ოროგრაფიული ერთეულების განლაგება მთიანეთის ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე, ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ მონაკვეთებში სხვადასხვაგვარია.[3]
ცხრილში მოცემულია კავკასიონის ზუსტად 21 მწვერვალი, რომელთაგან 5000 მ-ზე მაღალია 8, ხოლო დანარჩენი 13 მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 4600 მ-ზე მაღალია. ყველაზე მაღალი მწვერვალები განლაგებულია რუსეთისა და საქართველოს ან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. სტრატოვულკანი იალბუზი (5642.7 მ) წარმოადგენს კავკასიონისა და ევროპის კონტინენტის უმაღლეს წერტილს. იგი ზუსტად 834 მ-ით მაღალია ალპებისა და მთლიანად დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ — მონბლანზე (4808 მ). საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5203.1 მ) აღმართულია ბეზენგის კედელზე.
კავკასიას თავისი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მსოფლიოში. იგი წარმოადგენს ევროპისა და აზიის შემაერთებელ ხიდს, რომელიც მოქცეულია შავსა და კასპიის ზღვებს შორის. პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასია ორ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიად. XVIII საუკუნის დასაწყისამდე, ევროპასა და აზიას შორის საზღვარი უფრო ხშირად მდინარე დონზე გაჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით ეს საზღვარი გაჰყავდათ კავკასიონსა და ურალზეც. ევროპასა და აზიას შორის საზღვარი სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იყო გავლებული.[7]
კავკასიის საზღვრებისა და მისი ევროპისა თუ აზიისთვის მიკუთვნების საკითხი გაუთავებელი კამათის საგანია, რაც საუკუნეების განმავლობაში იწვევს დაპირისპირებას მეცნიერული თვალსაზრისით. დღეისათვის არსებობს ხუთი ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისი:[8]
ფრანგული 31 ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედია La Grande Encyclopédie მკაფიოდ ადგენს საზღვარს ევროპასა და აზიას შორის სამხრეთით ორივე კავკასიონის ქედის მიმართულებით. იალბუზი და მყინვარწვერი წარმოადგენს ევროპის მთებს მოცემული განსაზღვრებით.[9]
მის სამხრეთით გამოიყოფა ჩხალთა-ლაჰილის, ყაზბეგ-თფანის, მესტია-დიბრარის, ნოვოროსიისკ-ლაზარევსკოეს და გაგრა-ჯავის ზონები. ისინი ძირითადად აგებულია ქვედა და შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, ბაიოსური ვულკანოგენურ-დანალექი სერიით და ზედაიურულ-პალეოგენური ტერიგენული და კარბონატული ფლიშური ნალექებით. მხოლოდ ჩხალთა-ლაჰილის ზონაში შიშვლდება უფრო ძველი — შუა და ზედაპალეოზოური ასაკის სუსტად მეტამორფიზებული ქანები (ე. წ. დიზის წყება).[10]
კავკასიონის ფარგლებში მდინარე თერგის აუზში, აგრეთვე მდინარების თეთრი არაგვისა და ქსნის სათავეებში, ფართოდაა გავრცელებული მეოთხეული ასაკის ანდეზიტური, დაციტური და ანდეზიტ-დაციტური ლავური ნაკადები მათი ამომყვანი ვულკანური ცენტრებით. კავკასიონი ხასიათდება მკაფიოდ გამოხატული ასიმეტრიული სტრუქტურით: სამხრეთისკენ გადაბრუნებული იზოკლინური დანაოჭებით მის სამხრეთ ფერდობზე და სუსტად დანაოჭებული, ან მონოკლინური აგებულებით ჩრდილოეთ ფერდობზე. მის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის ხეობიდან მდინარე ალაზნის აუზამდე, განვითარებულია სამხრეთისკენ მიმართული მსხვილი ტექტონიკური ზეწრები.[10]
კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში — კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით.[11]
უძველესი ქანები, რომლებიც მონაწილეობენ კავკასიონის აგებულებში, შიშვლდებიან მხოლოდ კავკასიონის ღერძული ზოლის ცენტრალურსა და ნაწილობრივ დასავლურ ნაწილებში.[3]კავკასიონის ცენტრალური და ყველაზე მაღალი ნაწილი უძველესი, 600 მლნ. წლის წინანდელი გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებითაა აგებული. მის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გეოლოგიური აგებულება მარტივდება, რაც ქედის განვითარებას უკავშირდება. სიმაღლის შემცირებასთან ერთად ამგები ქანების ასაკი იკლებს. საშუალო მთებში ვხვდებით 200–130 მლნ. წლის (იურულ) და 130–70 მლნ. წლის (ცარცულ), დაბალ მთებსა და მთისწინებში 70–30 მლნ. წლის (პალეოგენურ) ქანებს.[12] კავკასიონი ალპური დანაოჭების ნაწილია.
სასარგებლო წიაღისეულები
კავკასიონის წიაღის ძირითადი სიმდიდრეა ვოლფრამის, მოლიბდენის, სპილენძის, ტყვიის, თუთიის, ვერცხლისწყლის, რკინისა და სტრონციუმის საბადოები. მდინარე ბაქსანის მარცხენა ნაპირზე, 2000–3200 მ სიმაღლეზე მდებარეობს თირნიაუზის ვოლფრამისა და მოლიბდენის საბადო, რომელიც ტექტონიკური თვალსაზრისით, მიბჯენილია ფშექიშ-თირნაუზის რღვევის ზონას კავკასიონის ნაოჭა სისტემის ფარგლებში, რომელიც აგებულია ვულკანური, ტერიგენული და კარბონატული ძლიერ მეტამორფიზებული ქანებით. სამთო-ქიმიური ნედლეულიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბარიტი; ცნობილია აგრეთვე დარიშხანის საბადო. პრაქტიკულად გამოულეველია ბუნებრივი ცემენტის ნედლეულის მარაგი, რომლის საბადო მუშავდება ქალაქ ნოვოროსიისკის რაიონსა და სხვაგან. ფართოდ არის ცნობილი მარმარილოს, დოლომიტების, ტუფებისა და ტუფლავების საბადოები.[2] მრავალრიცხოვანია მინერლაური წყლების საბადოები, რომელთა შორის აღსანიშნავია დიდი ბერმამიტის ფარგლებში არსებული კავკასიის მინერალური წყლები, რომლის ბაზაზეა კურორტები პიატიგორსკი, კისლოვოდსკი, ესენტუკი და ჟელეზნოვოდსკი. კიდური როფის ნაოჭა ზონას მიეკუთვნება ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობ-აირის აუზი, სადაც ნავთობს დაახლოებით 150 წელია რაც მოიპოვებენ. ნავთობის ხარისხი მაღალია, ნავთობი შეიცავს ბენზინური ფრაქციის დიდ პროცენტს. ჩრდილოეთ კავკასიაში გამოყოფენ ორ: დაღესტნისა და გროზნოს ნავთობაირის არეს. ნავთობისა და აირის ძირითადი საბადოებია: მალგობეკის, გორაგორისა და გუდერმესისა. დაღესტნის ნავთობაირის არე გადაჭიმულია დასავლეთით კასპიის ზღვის სანაპიროდან მინერალურ წყლებამდე. სამხრეთის მიმართულებით მისი საზღვრები მიემართება კავკასიონის მთისწინეთზე და მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის, დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებს. უდიდესი საბადოა დაღესტნის ცეცხლები.[13]
კლიმატი
კავკასიონის ჰავა ცვალებადობს როგორც სიმაღლის მიხედვით, ისე ჰორიზონტული მიმართულებით. აბსოლუტური სიმაღლის ზრდასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს (საშუალო წლიური ტემპერატურა სოხუმში უდრის 15 °C, გუდაურში, 2200 მ სიმაღლეზე, 2,1 °C, ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოსადგურზე, 3700 მ სიმაღლეზე, –6,1 °C). განსაზღვრულ სიმაღლემდე (2500–3000 მ-მდე) მატულობს ნალექიანობაც. კავკასიონის დასავლეთ ნაწილი გამოირჩევა უხვი ნალექებით (გაგრის ქედზე — 2300 მმ, აჟარაში — 1800 მმ). ზღვისაკენ მიპყრობილი ფერდობების ზოგიერთ ნაწილში ნალექები წელიწადში 3000–4000 მმ აღწევს.[10]
აღმოსავლეთისაკენ იგი კლებულობს და საქართველოს სამხედრო გზის აღმოსავლეთით თითქმის არსად აღემატება 1800 მმ-ს. კავკასიონის სამხრეთი ფერდობი უფრო ნალექიანია, ვიდრე ჩრდილოეთი ფერდობი. სიმაღლის მატებასთან ერთად მატულობს თოვლის საფრის ხანგრძლივობა (დაბა სტეფანწმინდაში — 104 დღე, თუშეთის ომალოში — 121 დღე, მესტიაში — 134 დღე, ლებარდეში — 164 დღე, ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოსადგურზე — 277 დღე). თოვლის საფრის სისქე მაღალ ადგილებში რამდენიმე მეტრს აღწევს (ლებარდეში — 5 მ, აჩიშხოს მთაზე — 7 მ). ზვავიანობა ახასიათებს ყველა მაღალმთიან და ბევრ საშუალმთიან რაიონს.[10]
კავკასიონი მნიშვნელოვანი კლიმატური ბარიერია ჩრდილოეთის ცივ და სამხრეთის თბილ ჰაერის მასებს შორის. კლიმატის მრავალფეროვნება და კონტრასტულობა შეპირობებულია ზომიერი და სუბტროპიკული კლიმატური სარტყლების საზღვარზე მდებარეობით, მთათა სისტემის სუბგანედური განფენილობით, მაღალი სიმაღლეებით, კალთების ექსპოზიციითა და რელიეფის მრავალფეროვნებით. მაღალმთიანეთში კლიმატი ცივია და ნოტიო, საშუალომთიანეთსა და დაბალმთიანეთში ზომიერი, დასავლეთ კავკასიონის სამხრეთი კალთების დაბალ ნაწილებში სუბტროპიკული ნოტიო, ქალაქ ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით ხმელთაშუაზღვიური, აღმოსავლეთ კავკასიონზე მშრალი სუბტროპიკული კლიმატი.[2]
ჩრდილოეთი კალთების მთისძირში საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 10 °C, სამხრეთისაზე 16 °C, 2400–2800 მ მაღლა უარყოფითია, 4250 მ სიმაღლეზე ეშვება –10,2 °C-მდე. ტემპერატურის ექსპოზიციური სხვაობა კარგად არის გამოხატული ზამთარში. იანვრის საშუალო ტემპერატურა იცვლება ჩრდილოეთით –3,5 და –5 °C-იდან სამხრეთით 6 °C-მდე, 2000 მ სიმაღლეზე დაახლოებით –8 °С; მაღალმთიანეთში (4250 მ, იალბუზის მეტეოსადგური) –19 °С. ივლისის საშუალო ტემპერატურა მთისძირში მატულობს დასავლეთით 22–24 °C-იდან აღმოსავლეთით 25–27 °С-მდე, ყველაზე თბილი თვის აგვისტოსტემპერატურა საშუალომთიანეთში იკლებს 10–13 °С-მდე, ხოლო მაღალმთიანეთში 1 °С-მდე.[2]
სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, გუდაური, კავკასიონი
დაბა სტეფანწმინდა, მაღალმთიანი რელიეფი
დასავლეთი კავკასიონი. აჩიშხოს ჩანჩქერი
ჩრდილოეთი კალთის მთისძირის გაყოლებით წელიწადში მოდის დასავლეთით 400–600 მმ-იდან აღმოსავლეთით 300–400 მმ-მდე ნალექი, 2000 მ-ის სიმაღლეებზე შესაბამისად, 2000–2500 მმ-იდან 800–1150 მმ-მდე. სიმშრალით (300–500 მმ) გამოირჩევა მთათაშორისი ქვაბულები და ქედების სამხრეთი კალთები, რომლებიც „წვიმის ჩრდილში“ იმყოფებიან. მეტად ნოტიოა სამხრეთ-დასავლეთი კალთები 3500 მმ (3682 მმ, აჩიშხოს მეტეოსადგური 1880 მ-ზე, რუსეთის ყველაზე ნოტიო ადგილი). სამხრეთი კალთის მთისძირის გაყოლებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში იზრდება დასავლეთიდანაღმოსავლეთისაკენ 500–800 მ-იდან 1200–1600 მ-მდე ცენტრში, ხოლო უკიდურეს აღმოსავლეთში კლებულობს 200 მმ-მდე.[2]
კავკასიონის მყინვარების მიერ დაკავებული ფართობები XIX საუკუნის ბოლოს იყო გამოთვლილი, როცა დამთავრდა კავკასიონის ტოპოგრაფიული გადაღება 1 : 42000 მასშტაბში. ამ გადაღების მონაცემების მიხედვით, შედგენილი იყო მყინვარების კატალოგი. კავკასიონის გამყინვარების საერთო ფართობი XIX საუკუნის ბოლოს შეადგენდა 1967 კმ²-ს. ამ ფართობიდან ჩრდილოეთ კალთაზე მოდიოდა 1465 კმ², ხოლო სამხრეთზე 502 კმ². ჩრდილოეთი და სამხრეთი კალთების მყინვარების ფართობების სიდიდეებს შორის განსხვავება აიხსნება კალთების ექსპოზიციითა და თოვლ-ქარის ნაკადის მიმართულებით, რომლებსაც გადააქვთ თოვლი სამხრეთი კალთიდან ჩრდილოეთ კალთაზე, რომლითაც ჩრდილოეთ კალთის მყინვარები საზრდოობენ.[5]
1887 წლიდან 1958 წლამდე პერიოდში კავკასიონის გამყინვარების საერთო ფართობი დაახლოებით 10 % შემცირდა. დღეისათვის კავკასიონის გამყინვარების საერთო ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. არსებითი ცვლილებები მოხდა მყინვარების სიდიდეში: ამჟამად მიმდინარეობს არა მხოლოდ მყინვარის ენის სიგრძის შემოკლება, არამედ მყინვარებისა და ფირნის ველების გათხელებაც. გამყინვარების დიდ ცენტრებად ითვლება იალბუზისა და მყინვარწვერის გამყინვარება. გამყინვარების ფართობის სიდიდე ამ ვულკანებზე 120 კმ² და 70,6 კმ² უდრის. 1958 წლისათვის (1887–1958 წწ. პერიოდში) იალბუზის გამყინვარების ფართობი შემცირდა 13,8 კმ²-ით. გამყინვარება მცირდება არა მარტო თავის პერიფერიულ ნაწილებში: იალბუზის მყინვარების მთელი ზედაპირი განიცდის გათხელებას. მყინვარები არათანაბრად იხევენ, გაივლიან მკვდარი ყინულების არსებობის გარდაუვალ სტადიას.[5]
კავკასიონზე შეიმჩნევა მყინვარების შემდეგი ტიპები: სკანდინავიის, დენდრიტული, ხეობური, დაკიდებული და კარული. ბევრი ხეობური მყინვარი დიდ სიგრძეს აღწევს, მაგალითად, დიხსუ, ყარაუგომი და ბეზენგი. კავკასიონზე თოვლის საზღვრის მდგომარეობა დამოკიდებულია მისი ჰავის თავისებურებასა და აგრეთვე ქედების თოვლ-ქარის ნაკადებთან მიმართებაში მდებარეობასთან. იმის გამო, რომ კავკასიონზე ჰავის კონტინენტურობა დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადანაცვლებასთან დაკავშირებით იზრდება, ამავე მიმართულებით, მაღლდება თოვლის ხაზის საზღვარი და მცირდება გამყინვარება.[5]
კავკასიონის გამყინვარების ზონა ტრადიციულად სამ ნაწილად იყოფა: დასავლეთი კავკასიონი, ცენტრალური კავკასიონი და აღმოსავლეთი კავკასიონი.
დასავლეთ კავკასიონზე შედარებით დაბალი სიმაღლეების გამო გამყინვარება არც თუ ისე დიდია. ჭარბობს მცირე ხეობური, კარული და დაკიდებული ტიპის მყინვარები. სიდიდით გამოირჩევა ჯალოვჩატის მყინვარი, რომლის სიგრძე 6,1 კმ, ხოლო ფართობი 6,8 კმ² აღწევს. აღმოსავლეთ კავკასიონის გამყინვარება ნალექების უკმარისობის გამო იმდენად არ არის თვალშისაცემი. კავკასიონის მყინვარების დაახლოებით ნახევარი თავმოყრილია ცენტრალურ კავკასიონზე, სადაც მძლავრი გამყინვარება არსებობს მთების მნიშვნელოვანი სიმაღლეების, ნალექების დიდი რაოდენობისა და ხელსაყრელი ოროგრაფიული პირობების გამო. იალბუზის მყინვარული კომპლექსი კავკასიონის თანამედროვე გამყინვარების უდიდესი მასივია, რომლის ფართობი 2007 წლის მონაცემებით შეადგენდა 120 კმ²-ს.[14] იალბუზის გამყინვარება უწყვეტად მცირდება 1850 წლიდან მოყოლებული დღემდე. სიდიდით გამოირჩევა მყინვარები ბეზენგი, დიხსუ, ყარაუგომი და სხვა. მნიშვნელოვანი გამყინვარების ცენტრია აგრეთვე ყაზბეგ-ჯიმარის მყინვარული კომპლექსი, რომლის ფართობი 70,6 კმ² უდრის. აქედან ეშვება მყინვარები სუათისი, მნა, გერგეთი, დევდარაკი და სხვა; ჩრდილოეთ კალთაზეა მიდაგრაბინი, რომლის სიგრძეა 7,8 კმ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მყინვარი კოლკა.[15]
კავკასიონის თითქმის ყველა მყინვარი უკან იხევს. შემცირების პროცესში შეთხელებას განცდიან მყინვართა ზედაპირები, რთული ხეობის ტიპის მყინვარების მთავარ სხეულს გამოეყოფათ შენაკადები, რომლებიც დამოუკიდებელი მყინვარები ხდებიან. ასე, 1888–1966 წლებში მყინვარი ყარაუგომი უკან დაიხია 1200 მ-ით, ხოლო ფართობი შემცირდა 6,5 კმ²-ით.[16]
კავკასიაში ძველი გამყინვარების კვალი სრულიად ნათლად გამოხატულია ბოლო მორენების ზვინულებით, გვერდით მორენებით და ფლუვიოგლაციალური ტერასებით. დღეისათვის საკმაოდ უტყუარია კვალი ორი გამყინვარებისა, რომლებიც შეიძლება სინქრონიზებული იქნას ალპურ-რისულ და ვიურმულ გამყინვარებასთან. გარდა ამისა, რიგი მკვლევარი თვლის, რომ კავკასიონზე გამოხატული იყო ვიურმის სტადია — ბიული, ანუ ყარაყოლის გამყინვარება. უფრო ძველი გამყინვარების კვალი საკმაოდ არ არის გამოხატული. გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი შეცდომით გლაციალური ღვარცოფების დანალექებს და ფხვიერ ფენებს მორენულს მიაკუთვნებს და ამიტომ მთებში და მთისწინეთში ძველი გამყინვარების მოცულობას ადიდებს. კავკასიონზე ვიურმის გამყინვარების მყინვარების სიდიდე მისი თანამედროვე გამყინვარების ზომების პროპორციული იყო, ე.ი. გამყინვარება უფრო ჭარბობდა დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონზე, ხოლო მყინვარწვერის მერიდიანის აღმოსავლეთით ძველი გამყინვარების კვალი მცირედ არის გამოხატული. ვიურმის მყინვარმა 8 სტადიით დაიხია, რომელიც ბოლო მორენებით არიან გამოსახული. ძველი — თებერდის მყინვარი მდინარე თებერდის ხეობაში სიგრძით 77 კმ აღწევდა, ხოლო მდინარე თერგზე ვიურმის მყინვარის სიგრძე მხოლოდ 29 კმ შეადგენდა. ვიურმის მყინვარების ბოლოები ჩრდილო კალთაზე 900–1100 მ სიმაღლეზე მდებარეობდა. კავკასიაში გამყინვარებისა და თოვლიანობის რიტმი ისტორიულ წარსულში ე.ი. პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში ჩვენს ერამდე, და თანამედროვე დროში მტკიცდება მყინვარების სიდიდის ცვლილებათა ნიშნების, მყინვარების სტრატიგრაფიის, ზვავებისა და ნაყარი დანალექების, აგრეთვე არქეოლოგიური მონაცემების შესწავლით. არსებობს „მრავალსაუკონოვანი“ და „შიდასაუკუნოვანი“ ცვალებადობა დანესტიანებაში და, მაშასადამე, თოვლიანობაშიც. „მრავალსაუკონოვანი“ ცვალებადობა და მათი გავლენა მყინვარების ქცევაზე გვაძლევს ძლიერ საინტერესო მასალას იმისათვის, რომ შევისწავლოთ ისტორიულ წარსულში მყინვარების დინამიკურობის საკითხი. დანესტიანების „შიდასაუკუნოვანი“ ცვალებადობა სწრაფად მჟღავნდება ზამთრის თოვლიანობაზე, ზვავების საშიშროების მკვეთრად გაძლიერებაზე და აგრეთვე მყინვარების დინამიკაზე დროის მონაკვეთში, მათი შემოტევის დაწყების მაქსიმუმიდან, XIX საუკუნის შუახანებიდან დღემდე. „მრავალსაუკონოვან“ ცვალებადობას აქვს 1800–2000 წლის პერიოდი, ხოლო „შიდასაუკუნოვანს“ 35–40 წელი.[5]
ჰიდროგრაფია
მდინარეები
კავკასიონის მდინარეები მიეკუთვნებიან შავი, კასპიისა და აზოვის ზღვების აუზს. მდინარეთა წლიური ჩამონადენი შეადგენს 79 კმ³-ს, მათ შორის ჩრდილოეთ კალთაზე 29,6 კმ³-ს, ხოლო სამხრეთ კალთაზე 49,4 კმ³-ს. მდინარეთა ქსელის სიხშირე არათანაბარია, უფრო მეტად დასავლეთითაა განვითარებული, განსაკუთრებით სამხრეთ კალთაზე, მაღალმთიანეთსა და საშუალომთიანეთში. კავკასიონის მაღალმთიანი ნაწილისთვის დამახასიათებელია ალპური ტიპის მდინარეები, ე.ი. ისეთები, რომლებიც თოვლითა და მყინვარით საზრდოობენ. ხშირად მდინარეები მიედინებიან თვალწარმტაც კანიონისებრ ხეობებში.[5]
ყველა მდინარე, რომლებიც თოვლითა და მყინვარით იკვებებიან, აქვთ საერთო თავისებურებები: მინიმალური დონე მათ აქვთ ზამთარში, როცა მყინვარების დნობა იძლევა წყლის უმნიშვნელო რაოდენობას; პირველი წყალმოვარდნა ემთხვევა მთისწინეთში თოვლის დნობას, ხოლო დონის მაქსიმალური აწევა ივლისზე მოდის, როცა მყინვარების და ყინულის ზედაპირზე თოვლის საფრის დნობა მიმდინარეობს. მდინარეთა ამ ტიპს მიეკუთვნება მდინარე ყუბანის, თერგის, რიონის, ენგურის, კოდორისა და მათი შენაკადების ზემო დინებები. ბევრი მდინარე ღვარცოფულია. მდინარეთა ქსელი სიმაღლის შემცირებასთან ერთად მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.[2]
მაღალმთიანი ზოლის დასავლეთი ნაწილის სამხრეთ ფერდობზე (აღმოსავლეთ აფხაზეთში, დასავლეთ სვანეთში და მთიან სამეგრელოში) ჩამონადენის მოდული 80–100 ლ/წმ უდრის ერთ კმ²-იდან. ჩრდილოეთ ფერდობზე და აღმოსავლეთ ნაწილში იგი ეცემა 30–40 ლ/წმ-მდე და მხოლოდ კახეთში აღწევს 70 ლ/წმ.[2]
ენგური, რომელიც მოედინება კავკასიონის სამხრეთ კალთიდან
მდინარე რიონი, რომლის აუზის ფართობია 13400 კმ²
ავარიისა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი
ტბები
კავკასიონზე არის მყინვარული, კარსტული, ტექტონიკური, ვულკანური და სხვა გენეზისის ტბები. ტბები არც თუ ისე დიდია, თუმცა ზოგიერთი საკმაოდ ღრმაა. კავკასიონის ბევრი ტბა ზღვის დონიდან 3000 მ-ზე მაღლა მდებარეობს. ზოგადად, კავკასიონისთვის ტიპურია მაღალმთიანეთში განლაგებული კარული ტბები, განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონზე და შედარებით დაბალ სიმაღლებრივ სარტყლებში მოქცეული კარსტული ტბები.[18]
რელიეფის ნგრევით შეგუბებული ტბებიდან პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია კავკასიის ერთ-ერთი ულამაზესი ტბა რიწა, რომლის სიღრმე 101 მ აღწევს. მისი ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად. 1891 წლის 3 ოქტომბერს მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად გაჩნდა ამტყელის ტბა. 1896 წელს კლდებოძალის მთის ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა ქვედის ტბა. ტექტონიკური ტბებიდან აგრეთვე გამოსაყოფია აბრაუს ტბა. ვულკანურ-მყინვარული გენეზისის ტბები თავმოყრილია ყელის ზეგანზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია ყელის ტბა, რომლის მაქსიმალური სიღრმე 63 მ აღწევს. ვულკანური ტბებიდან მნიშვნელოვანია ყელიცადი, არჩვების ტბა და ა.შ.
რელიეფის ნგრევით შეგუბებული ტბა რიწა, რომელიც უღრმესია ამიერკავკასიაში
აბრაუს ტბა
ყელის ტბა
ლანდშაფტის ტიპები
კავკასიონისთვის დამახასიათებელია ნაირგვარი ლანდშაფტები; ლანდშაფტური ზონების სისტემის შედგენილობა კავკასიონის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაა. გაბატონებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტი. მკაფიოდ გამოიყოფა სიმაღლებრივი სარტყლურობა, რომელიც იცვლება მიკროკალთების ექსპოზიციისა და გრძედული მდებარეობის გამო. თვალსაჩინო განსხვავებანი სიმაღლებრივი სარტყლურობის სტრუქტურაში დამახასიათებელია კალთების ქვედა ნაწილებისთვის. დასავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე მთისწინეთში მცირე ფართობი უკავია შავმიწებზე განვითარებულ სტეპურ ლანდშაფტს (450–500 მ-მდე), რომელიც შერეულია ტყე-სტეპის მონაკვეთებს შავმიწების მდელოს სტეპთან და ტყის ყომრალი ნიადაგების მუხის ტყეებთან.[2]
უფრო მაღლა (600–800 მ) ყომრალ და კორდიან-კარბონატულ ნიადაგებზე განვითარებული მთა-ტყის ლანდშაფტია დაბალმთიანი ფართოფოთლოვანი (მუხისა და მუხნარ-რცხილნარის) და საშუალომთიანი (წიფლის) ტყეებით; 1300–1600 მ სიმაღლეზე ყომრალ და ეწერ ნიადაგზე განვითარებული შერეული და წიწვოვანი (წიფლნარ-ნაძვნარი და ნაძვნარ-სოჭნარი) ტყეებია. ტყის ზედა საზღვართან (2000–2300 მ) განვითარებულია არყნარი, იშვიათად წიფლნარი და ნეკერჩხალი. მაღალმთიანეთისთვის ტიპურია მთა-მდელოს ლანდშაფტი: კორდიან ნიადაგზე განვითარებული მაღალბალახიანი სუბალპური და ალფეჰუმუსურ ნიადაგზე განვითარებული ალპური დაბალბალახიანი (2500 მ) მდელო. მათზე მდებარეობს პრიმიტიულ ნიადაგზე განვითარებული სუბნივალური სარტყელი ფრაგმენტული მცენარეულობით.[2]
3300 მ-ის მაღლა გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია. დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე სიმაღლებრივი სარტყლების სტრუქტურა ანალოგიურია, მხოლოდ მთისწინეთში 600 მ სიმაღლემდე ფორმირდება სუბტროპიკული კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყე, ყვითელმიწა, იშვიათად წითელმიწა ნიადაგებზე განვითარებული პოლიდომინანტური (წაბლი, ქართული მუხა, ჰართვისის მუხა, წიფელი) მარადმწვანე ქვეტყითა (ბაძგი, შქერი, წყავი, ბზა) და ლიანებით (კოლხური სურო); ჩვეულებრივ კორდიან-კარბონატული ნიადაგია. წიწვოვანი სახეობებიდან გვხვდება ურთხელი. ქალაქ ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით კორდიან-კარბონატულ და ყავისფერ ნიადაგზე განვითარებული ხმელთაშუაზღვიური ტყეები (Quercus pubescens, საკმლის ხე, Juniperus excelsa) და ბუჩქნარია. აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთის ქვედა ნაწილებში ჭარბობს წაბლი, იშვიათად ყავისფერ ნიადაგებზე განვითარებული მშრალი სტეპის ლანდშაფტები, შიბლიაკითა და ფრიგანით, 800–2000 მ-ზე შავმიწებზე განვითარებული დაბალმთიანი და საშუალომთიანი სტეპის და მდელო-სტეპის ლანდშაფტებია.[2]
მთა-ტყის ზონა ფიჭვნარით განვითარებულია ფრაგმენტულად. კასპიის ზღვისკენ მოქცეულ კალთებზე, 600–1200 მ სიმაღლეზე გვხვდება ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული ფართოფოთლოვანი ტყის მონაკვეთები (მუხა და რცხილა). მაღალმთიანეთისთვის ტიპურია კორდიან და ალფეჰუმუსურ ნიადაგზე განვითარებული მთის მდელო ქსეროფიტული ელემენტებით. გლაციალურ-ნივალური ზონა იწყება მაღლა (3800–3900 მ), ვიდრე დასავლეთ კავკასიონზე. აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთების უკიდურეს აღმოსავლეთში განვითარებულია მთისწინა ნახევარუდაბნოები, დაახლოებით 300 მ სიმაღლეზე ყავისფერ ნიადაგზე განვითარებული დაბალმთიანი არიდული მეჩხერი ტყე და შიბლიაკია, საშუალომთიანეთში ყომრალ ნიადაგზე განვითარებული ფართოფოთოვანი ტყეა (აღმოსავლური მუხა, ქართული მუხა, რცხილა, წიფელი) ჰირკანული რელიქტური სახეობების მონაწილეობით (ბოკვი და სხვა); უფრო მაღლა, ალფეჰუმუსურ ნიადაგზე განვითარებულია სუბალპური და ალპური მდელოს მთა-მდელოს ლანდშაფტები; ადგილ-ადგილ გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია. კავკასიონის ლანდშაფტები ადამიანის მიერაა გარდაქმნილი, განსაკუთრებით მთისწინა და დაბალმთიანი სტეპური და სუბტროპიკული ტყის ლანდშაფტები. ძლიერ არის დარღვეული აღმოსავლეთ კავკასიონის ლანდშაფტები.[2]
კავკასიის ნაკრძალი განფენილია ქალაქებს სოჭსა და მაიკოპს შორის. მისი ფართობია 2848 კმ². დაარსდა 1924 წელს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით. ფლორა მოიცავს მცენარეთა დაახლოებით 3000 სახეობას, რომელთ შორისაა მესამეული პერიოდის მრავალი რელიქტური და ენდემური სახეობა. მრავალფეროვანია ფაუნაც; გვხვდება ძუძუმწოვრების 80 სახეობა, ფრინველთა 250-ზე მეტი სახეობა და სხვა.[20]
კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე განლაგებულია თებერდის ნაკრძალი, რომელიც დაარსდა 1936 წელს; მისი ფართობია 850 კმ². მის ფარგლებშია მწვერვალი დომბაიულგენი. ნაკრძალის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ტბაა მიმოფანტული. მდიდარია ფლორითა და ფაუნით.[21]
კავკასიის ფლორა განირჩევა საერთო სიმდიდრითა და მრავალგვაროვნებით. ეს გამოწვეულია ამ რეგიონის ბუნებრივი ლანდშაფტის სხვა კომპონენტების ტიპების სიმრავლითა და რთული განაწილებით სივრცეში, აგრეთვე კავკასიის ყელის ანთროპოგენული წარსულის თავისებურებებით. კავკასიის ფლორის ხასიათი ცვალებადობს სუბტროპიკულიდან ნივალურამდე და ჰუმიდურიდან არიდულამდე. ამ გარემოებას საფუძვლად უდევს ბუნებრივი პირობების სივრცეში ცვალებადობის კანონზომიერებანი. მძლავრ ფაქტორად გვევლინება ადამიანის საქმიანობაც. კავკასიის და კავკასიონის მცენარეულობა კარგად არის შესწავლილი ბოტანიკოსების მიერ. მთლიანად კავკასიაში გვხვდება 6000-ზე მეტი სახეობის მცენარე.[5]დასავლეთ კავკასიონზე და აგრეთვე ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთებზე გაბატონებულია სოჭი, ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვნარი. ძირითადი მერქნიანი ჯიშებია კავკასიური სოჭი და აღმოსავლური ნაძვი. რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული სოჭნარი. უფრო აღმოსავლეთით, მაგალითად, სვანეთში, გაბატონებულია ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვის ტყეები. კავკასიონის ჩრდილო კალთისთვის მდინარე ყუბანის აუზში, სადაც ხელსაყრელი პირობებია სოჭნარის აღმოცენებისათვის, დამახასიათებელია სოჭნარი მჟაველასთან ერთად. მდინარე ბელაიისა და ფშეხის აუზში სოჭნარში ქვეტყის სახით იზრდება მარადმწვანე ბუჩქნარი შქერი. ბელაიის აღმოსავლეთით გვხვდება შერეული ნაძვისა და სოჭის ტყეები, ნაძვნარი. ქვეტყე სუსტადაა განვითარებული. სამხრეთ კალთებზე, აფხაზეთში, გაბატოენბულია სოჭი, უფრო აღმოსავლეთით დიდ როლს თამაშობს ნაძვი. ხშირია მარადმწვანე ბუჩქნარისა და კავკასიური მოცვისგან შემდგარი ქვეტყე. უფრო მშრალ ადგილებში ვითარდება წივანა. ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე გაბატონებულია სოჭის ტყე. სუბალპური მდელო განირჩევა მაღალი და ხშირი ბალახთდგომით, განსაკუთრებით დასავლეთ კაკვასიონზე. მაღლა ალპური ზონა ვრცელდება. აღმოსავლეთ კავკასიონის მდინარეთა ხეობებში ცალკეული ლაქების სახით გვხვდება მერქნიანი მცენარეულობა. უფრო მშრალ ხეობებში ქსეროფიტული ბუჩქნარები და მშრალი გამეჩხრებული ტყეა. თუმცა ტყის მასივები, ისევე როგორც ბუჩქნარი, გავრცელებულია ცალკეული ლაქების სახით, მაშინ როდესაც ხეობათა მცენარეულობის ძირითადი ფონი ქმნის მთის გასტეპებულ მდელოებსა და სტეპებს. დაღესტნის ხეობებში ტყეს უმეტესწილად ფიჭვი ქმნის. გვხვდება აგრეთვე შერეული ტყე. ქედებზე გაბატონებულია სუბალპური და ალპური მდელო.[7]
კავკასიური მოცვი — ბუჩქი ან ტანდაბალი ხე მანანასებრთა ოჯახისა
სოჭი. ტანმაღალი და მარადმწვანე მერქნიანი მცენარე
კავკასიური სოჭი — მარადმწვანე წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა
პირველი დეტალური, თუმცა ზოგადი ცნობები კავკასიონზე გაჩნდა გეოგრაფიული რუკების შექმნასთან ერთად. ერთ-ერთი პირველი იყო XVIII საუკუნის შუა ხანებში ნიდერლანდებში შექმნილი და 1788 წელს ინგლისში შექმნილი რუკები, რომელიც შემდეგ რუსეთში გამოიცა 1808 წელს. ამ რუკებზე მკვეთრად მოჩანს კავკასიონის ძირითადი ქედების განლაგება, რომელიც გადაჭიმულია მდინარე ყუბანის ქვემო წელიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.[23]
1847 წლიდან დაიწყო კავკასიონის ათვერსიანი, ხოლო უფრო მოგვიანებით ხუთვერსიანი რუკების შედგენა და გამოცემა. 1859 წელს აბიხმა გამოსცა კავკასიის პირველი გეოლოგიური აღწერილობა და ერთდროულად მოგვცა მისი საერთო ოროგრაფიული დახასიათება. კავკასიის პირველი სპეციალური ოროგრაფიული სამუშაო გასწია იოსებ ხოძკომ, მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა აგრეთვე ნ. სალაცკიმ. კავკასიონის ოროგრაფიის შესწავლილობაში დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე ვ. მიხაილოვსკიმ, ლ. აპოსტოლოვმა, დაგლას ფრეშფილდმა, გოტფრიდ მერცბახერმა, მ. დეშმა და სხვა.[23]
↑Рототаева О.В., Носенко Г.А., Тарасова Л.Н., Хмелевской И.Ф. Климатически обусловленные колебания ледников во второй половине ХХ века. Кавказ. // Оледенение Северной и Центральной Евразии в современную эпоху. М.: Наука, 2006. С. 141-182
↑ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები, გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014
↑Гвоздецкий Н.А. Физическая география Кавказа. Москва, 1958
↑ 23.023.123.223.3Ефремов Ю.В., Панов В.Д., Лурье П.М., Ильичѐв Ю.Г., Панова С.В., Лутков Д.А. Орография, оледенение, климат Большого Кавказа: опыт комплексной характеристики и взаимосвязей. Краснодар: Кубанский гос. университет, 2007. — 338 с.
↑Геоморфология Грузии [Текст] : Рельеф ГССР в аспектах пластики, происхождения, динамики и истории / [Ред. коллегия: ... Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др.] ; [АН ГССР. Ин-т географии им. Вахушти]. - Тбилиси : Мецниереба, 1971. - 609 с.
1942–43 Penn State Nittany Lions men's ice hockey seasonRecordOverall2–2–0Road1–2–0Neutral1–0–0Coaches and captainsHead coachArthur DavisCaptain(s)Ted CauffmanPenn State Nittany Lions men's ice hockey seasons« 1941–42 1943–44 » The 1942–43 Penn State Nittany Lions men's ice hockey season was the 4th season of play for the program. The Nittany Lions represented Pennsylvania State University and were coached by Arthur Davis in his 3rd season. Season With Worl...
ميشيل ستيفينارد (بالفرنسية: Michel Stievenard) معلومات شخصية الميلاد 21 سبتمبر 1937 (العمر 86 سنة) مركز اللعب مهاجم الجنسية فرنسا المسيرة الاحترافية سنواتفريقمبارياتأهداف1954–1961 لانس 172 (43)1961–1969 أنجيه 270 (65)المنتخب الوطني 1960–1960 فرنسا 2 (0) [تعديل القيم في ويكي بيان�...
Election in Nebraska Main article: 1920 United States presidential election 1920 United States presidential election in Nebraska ← 1916 November 2, 1920 1924 → Nominee Warren G. Harding James M. Cox Party Republican Democratic Home state Ohio Ohio Running mate Calvin Coolidge Franklin D. Roosevelt Electoral vote 8 0 Popular vote 247,498 119,608 Percentage 64.66% 31.25% County Results Harding 50-60% 60-70% 70-80%...
Este artículo o sección necesita referencias que aparezcan en una publicación acreditada. Busca fuentes: «Fuerza mayor» – noticias · libros · académico · imágenesEste aviso fue puesto el 24 de agosto de 2012. Fuerza mayor La fuerza mayor o causa mayor, o en latín vis maior, es un hecho que no se puede evitar y tampoco se puede prever. Tiene gran importancia, en derecho, a la hora de establecer la responsabilidad por los daños. Por poner un ejemplo, cuando una...
American actor This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Chief Yowlachie – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2009) (Learn how and when to remove this template message) Chief YowlachieChief Yowlachie (right) with Gary Gray in a promotional poster for the 1951 film The Painted HillsBornA...
Charity Shield FA 1954TurnamenCharity Shield FA West Bromwich Albion Wolverhampton Wanderers 4 4 Tanggal29 September 1954StadionStadion Molineux, Wolverhampton← 1953 1955 → Charity Shield FA 1954 adalah pertandingan sepak bola antara West Bromwich Albion dan Wolverhampton Wanderers yang diselenggarakan pada 29 September 1954 di Stadion Molineux, Wolverhampton. Pertandingan ini merupakan pertandingan ke-32 dari penyelenggaraan Charity Shield FA. Pertandingan ini berakhir ...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Rajavin Parvaiyile – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2024) (Learn how and when to remove this template message) 1995 Indian filmRajavin ParvaiyilePosterDirected byJanaki SoundarWritten byJanaki SoundarProduced byS. Soundara PandianStarring...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Maret 2024. PT Asia Pacific Investama TbkJenisPublik (IDX: MYTX)IndustritekstilDidirikan1987KantorpusatJakarta, IndonesiaTokohkunciBenny SoetrisnoProduktekstilKaryawan6.702 (2018)[1]Situs webwww.apinvestama.co.id PT Asia Pacific Investama Tbk, sebelumn...
2000 video gameSydney 2000European PC cover artDeveloper(s)Attention to DetailPublisher(s)Eidos InteractivePlatform(s)PlayStation, Microsoft Windows, DreamcastReleasePlayStation, Windows22 August 2000[1]DreamcastNA: 28 August 2000EU: 4 September 2000Genre(s)SportsMode(s)Single-player, multiplayer Sydney 2000 is the official video game of the Games of the XXVII Olympiad, hosted by Sydney, Australia in 2000. Developed by Attention to Detail and published by Eidos Interactive, it was re...
Questa voce sull'argomento centri abitati dell'Illinois è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Rockfordcity Rockford – Veduta LocalizzazioneStato Stati Uniti Stato federato Illinois ConteaWinnebago AmministrazioneSindacoTom McNamara (D) TerritorioCoordinate42°16′16.07″N 89°05′38.4″W / 42.27113°N 89.094°W42.27113; -89.094 (Rockford)Coordinate: 42°1...
У этого термина существуют и другие значения, см. Тур. Запрос «Bos taurus primigenius» перенаправляется сюда; см. также другие значения. † Тур Скелет тура Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:В...
Christian sect formed in 7th century Armenia Paulician redirects here. For the dialect, see Paulician dialect. Not to be confused with Paulianists. Part of a series on the History of Armenia Coat of Arms of Armenia Prehistory Shulaveri–Shomu culture Kura–Araxes culture Legend of Hayk Trialeti–Vanadzor culture Armani Lchashen–Metsamor culture Hayasa-Azzi Arme–Shupria Mushki Urumu Nairi Confederation Urartu (Kingdom of Van) Etiuni Antiquity Satrapy of Armenia Armenia Minor Kingdom of ...
Charles Gordon-Lennox, VIII duca di RichmondCharles Gordon-Lennox, VIII duca di Richmond, in una fotografia d'epocaDuca di RichmondStemma In carica1928 –1935 PredecessoreCharles Gordon-Lennox, VII duca di Richmond SuccessoreFrederick Gordon-Lennox, IX duca di Richmond TrattamentoSua Grazia Altri titoliDuca di LennoxDuca di GordonDuca d'AubignyConte di MarchConte di DarnleyConte di KinraraBarone SettringtonLord Torbolton NascitaLondra, 30 dicembre 1870 MorteChichester, 7 maggio 19...
British Army general (1912–2002) GeneralSir Desmond FitzpatrickSir Desmond FitzpatrickBorn(1912-12-14)14 December 1912Aldershot, Hampshire, EnglandDied12 October 2002(2002-10-12) (aged 89)AllegianceUnited KingdomService/branchBritish ArmyYears of service1932–1974RankGeneralService number53670Unit1st The Royal DragoonsCommands heldDeputy Supreme Allied Commander, EuropeBritish Army of the RhineNorthern Ireland CommandRhine Army Troops1st The Royal Dragoons8th King's Royal Irish H...
Finnish women's organization Group of suffragists in Helsinki, c.1900 Naisasialiitto Unioni (Finnish) or Kvinnosaksförbundet Unionen (Swedish), sometimes referred to in English as the League of Finnish Feminists,[1] is a non-profit Finnish women's organization which was established in 1892. Since 1904 it has been the Finnish arm of the International Alliance of Women. The co-founders were Lucina Hagman, Maikki Friberg and Venny Soldan-Brofeldt. Unioni was initially concerned with wom...
Matematiska begrepp Tal Mängd Variabel Ekvation Funktion Operator Vektor Linjärt rum Den här artikeln handlar om tal inom matematiken. För andra betydelser, se Tal (olika betydelser). Delmängder till komplexa tal. Tal är ett matematiskt grundbegrepp som används för att representera olika storheter, det vill säga sådant som går att mäta i bestämda måttenheter, till exempel antal, längd, vikt, volym, temperatur och tryck.[1] Ett tal är en abstrakt enhet som representer...
لمعانٍ أخرى، طالع جاكوب ميلر (توضيح). هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يوليو 2019) جاكوب ميلر معلومات شخصية الميلاد 22 أغسطس 1992 (32 سنة) أستراليا مواطنة أستراليا الحياة العملية المهنة ل...