ციმბირული შველი (ლათ. Capreolus pygargus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. შველის ქვესახეობა. ახლოს დგას ევროპულ შველთან. სხეულის სიგრძე 126-144 სმ. სიმაღლე მინდაოში 82-94 სმ. წონა 32-48 კგ. რქების სიგრძე 27-33 სმ აღწევს. ზაფხულში თავის შეფერილობა წითური აქვთ, ზურგი და გვერდები მონოფონიურია. საფუძველთან ბეწვი ღია ან მოთეთროა. კანის ეპიდერმული ფენა ნაცრისფერი და პიგმენტირებულია. ახალშობილ ნუკრს ლაქები ზურგზე 4 ზოლში აქვს განვითარებული. თვალების არეში თავის ქალა შედარებით ვიწროა. რქები ფართოდ აქვს განლაგებული, ზოგჯერ პატარა დამატებითი წამონაზარდებით. გავრცელების არეალი მოიცავს შუა აზიას, დასავლეთ ჩინეთს, მონღოლეთის ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილს და ურალსა და ციმბირს. გვხვდება საქართველოშიც.
რესურსები ინტერნეტში