ნამყვამი, ნუამყვამი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4282 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქვედა ქალთაზე ალპური მდელოებია, ზედაზე — სუბნოვალური და ნივალური ლანდშაფტები.
ლიტერატურა