ლეხზირი — მწვერვალები საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობენ სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ შტოქედზე : მთავარი ლეხზირი სიმაღლე ზღვის დონიდან 4100 მ; დასავლეთის ლეხზირი სიმაღლე 3900 მ; აღმოსავლეთის ლეხზირი სიმაღლე 4100 მ. აგებულია გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. გზა ადის თოთის უღელტეხილიდან.
ლიტერატურა