|
ტერმინს „ნაკრა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაკრა.
|
ნაკრის უღელტეხილი (რუს. Донгузорун) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3203 მ. აგებულია კამბრიულისწინა კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარეების ნაკრისა (მესტიის მუნიციპალიტეტი) და ბაქსანის (ყაბარდო-ბალყარეთი) აუზებს.
ლიტერატურა