ივანე სემიონის ძე შჩუკინი (რუს. Щукин, Иван Семёнович; დ. 10 მაისი [ძვ. სტ. 28 აპრილი], 1885 მოსკოვი — გ. 11 ოქტომბერი, 1985, იქვე) — რუსი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1935). მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი (1935 წლიდან). რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1957). ფიზიკური გეოგრაფიის ცნობილი სპეციალისტი.
1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1918 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი. ივანე შჩუკინი საბჭოთა გეომორფოლოგიური სკოლის ერთ-ერთი შემქმნელია. 1944 წელს ჩამოაყალიბა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული ფაკულტეტის გეომორფოლოგიური კათედრა (გამგე 1944–1960).
შჩუკინის მრავალწლიანი სამეცნიერო ექსპედიციები კავკასიასა და შუა აზიაში საფუძვლად დაედო მის შრომებს ზოგად და რეგიონულ გეომორფოლოგიასა და ფიზიკურ გეოგრაფიაში.
შეადგინა ფიზიკური გეოგრაფიის ტერმინოლოგიის „ოთხენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (1980). მნიშვნელოვანია ასევე მისი შრომები (ტომებში) გეომორფოლოგიის კარდინალურ საკითხებზე.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. ივანე შჩუკინის სახელი დაერქვა ჰისარ-ალაის 2 მწვერვალს, ყურეს კუნძულ ურუპთან, მთებს აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, მყინვარს ჯუნღარის ალათაუზე.
თხზულებები
- Очерки геоморфологии Кавказа, ч. 1, М., 1926;
- Общая геоморфология, т. 1‒3, М., 1960‒74;
- Общая морфология суши, т. 1‒2, М.‒ Л., 1934‒38;
- Очерки физической географии Средней Азии, ч. 1, М., 1956.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, , 1987. — გვ. 63.
- Гвоздецкий Н. А., Спиридонов А. И., К юбилею И. С. Щукина, в сборнике: Рельеф и ландшафты, М., 1977.
სქოლიო