პოლიე, კარსტული პოლიე (კირილ.поље) — კარსტულირელიეფის ზედაპირული ფორმები. წარმოადგენს ბრტყელფსკერიან და ციცაბოფერდობებიან დახშულ ქვაბულს,[1] რომლის ფართობი მერყეობს 5–400 კმ² ფარგლებში. გამომუშავებულია კარსტულ კირქვებში; ღერძული სიგრძე ვითარდება მთავარი სტრუქტურული მიმართულების პარალელურად.[2] სიგრძე ათეულობით კმ აღწევს. ზედაპირული დანალექები აკუმულირდება ფსკერის გასწვრივ. პოლიე ყალიბდება კარსტული რელიეფის განვითარების ბოლო სტადიაზე. წარმოიქმნება რამდენიმე კარსტული ძაბრის შეერთების შედეგად.[3] მის ფარგლებში განვითარებულია ძაბრები პონორებთან ერთად, რომელშიც წყლები გადის, აგრეთვე ვოკლუზები.[4]
დინარის კარსტულ რეგიონში განლაგებულია დაახლოებით 130 კარსტული პოლიე, რომლებიც ზოგადად განფენილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. დინარის კარსტის პირველი ამომწურავი კვლევა განახორციელა სერბმა გეოგრაფმა იოვან ციიჩმა 1900 წელს.[5]
პოლიე საქართველოს კირქვული კარსტის დამახასიათებელი ფორმაა.[7] აღსანიშნავია შაორის ქვაბული, წებელდის პოლიე, ქვიბიას პოლიე, თურჩუს პოლიე და სხვა. შაორის ქვაბულს ზოგიერთი ავტორი ტექტონიკურ-კარსტული გენეზისის პოლიედ მიიჩნევს, ზოგიერთი ტექტონიკურ წარმონაქმნად, ხოლო ავტორთა ერთი ნაწილი მას ზემოაღნიშნულ მეორე ტიპის პოლიედ თვლის.[8]
პოლიეს ფსკერი გამოიყენება როგორც მინდორი და საძოვარი. სახელწოდება „პოლიე“ წარმოსდგა სლავური ენებიდან და სიტყვასიტყვით „ველს“, „მინდორს“ ნიშნავს.[3]
პოლიეს სინონიმებია კარსტული პოლიე და კარსტული მინდორი.[9]
სქოლიო
↑გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
↑Glossary of Cave and Karst Terms" (letter "P"), Speliogenesis.info, 2009