ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978წლის25 სექტემბერს. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში1995–2000 წლებში, აგრეთვე გერმანიაში, დიუსელდორფისუნივერსიტეტში2002–2006 წლებში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში, [4]2000–2001 წლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი. 2006–2014 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი. 2009 წელს გამოიცა კობახიძის მხატვრული ნაწარმოები „დაბრუნება ტერანუოვაში“. [5][6]2011-2012 წლებში საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით. ამავე წლებში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.
2015 წლის 26 იანვარს კობაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა. კახა კალაძემ მისი თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა რომ 2012 წელს კობახიძე „ქართული ოცნების“ საზოგადობრივ სამუშაოებზე მუშობდა და პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. [7] თავად კობახიძემ წარდგენისას განაცხადა:
„როდესაც შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება“, ჩართული ვიყავი ანალიტიკურ მუშაობაში, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი ვიყავი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე და ამის შემდგომ მქონდა მუდმივი კონსულტაციები სხვადასხვა ინტენსივობით პარტიასთან“
ირაკლი კობახიძემ პარტიის გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად, განახორციელა შიდაპარტიული რეფორმები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი კობახიძე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე — საარჩევნო შტაბის უფროსი. 2016 წლის არჩევნებისთვის კობახიძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-3 ნომრად წარადგინეს [9]. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.[10]2016 წლის 29 დეკემბერს კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. [11]2017 წლის 16 იანვარს კობახიძის ბრძანებით შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. [12]
2017–2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა.[13]ვენეციის კომიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გაწეული სამუშაოსთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხდა. მისი შეფასებით კობახიძემ „შრომითა და თავდადებით“ ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად. [14]2016-2017 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.
2017–2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. 2017 წლის ნოემბერში მიენიჭა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.[15]
ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში შეიქმნა საქართველო-უკრაინა-მოლდოვისა და საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეები, დაიდო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტთან.[16]2017 წლის 18 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ პოლონეთის სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკისთან და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. [17]2018 წლის 16 იანვარსსაქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე და ლაატვის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე აწერენ.[18]2018 წლის 22 იანვარს საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. [19]2019 წლის 28 მარტს საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა მოაწერეს ხელი. [20]
2018 წლის 14 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა მიმოწერა, რომელშიც მათი მტკიცებით „ქართული ოცნების“ წევრთა ჩატი იყო. წერილები ასახავდა დაპირისპირებას ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშილს შორის. [21]2018 წლის 15 აპრილს აღნიშნულთა დაკავშირებულ კითხვაზე კახა კალაძემ განაცხადა რომ კობახიძესა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს. [22]
2019 წლის 15 თებერვალს კობახიძე გამოეხმაურა TBC ბანკის მფლობელების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულ გამოძიებას და განაცხადა რომ საკითხი წმინდად სამართლებრივია, რის გამოც „პოლიტიკურ ქვეტექსტზე“ ვერ ისაუბრებს. [23]
მისი ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.[24]2018 წლის 20 ივნისს კობახიძე იყო ერთ-ერთი იმ 99 დეპუტატს შორის რომლებმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის და მისი სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი. [25]
2019 წლის 21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმასაქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.[26][27] ამის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. კახა კალაძის თქმით კობახიძის მხრიდან გადადგომა „ღირსეული ნაბიჯი“ იყო, [28]ბიძინა ივანიშვილის შეფასებით კი კობახიძე ამ გადაწყვეტილებით „გუნდს გადაეფარა“. [29]
მე-10 მოწვევის პარლამენტი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა
2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დააჯილდოვა თავისუფლების საპარლამენტო ორდენით.[42] დაჯილდოვებისას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:
„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლამენტო ორდენს“
2021 წლის 22 თებერვალს იყო ერთ-ერთი იმ 89 დეპუტატს შორის რომლებმაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და მის სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადეს. [44]
2021 წლის 23 სექტემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ოფისთან კობახიძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შორის დაპირსპირება მოხდა. [48] კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გაკეთბულ განცხადებას „მეტისმეტად რბილი“ უწოდა და დასძინა, რომ ამ ტიპის განცხადება ნიკა მელიას „შესაძლოა შემდგომი პროვოკაციებისთვის მწვანე შუქის ანთებად“ გაეგო. [49]2021 წლის სექტემბერში კობახიძემ რამოდენიმეჯერ განაცხადა რომ გიორგი გახარიას ჰქონდა შეხება ნარკოტიკულ საშუალებებთნ [50] და მას „კოკაინშიკი“ უწოდა, [51] რის საპასუხოდაც პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართა განცხადებით, დაწყებულიყო გამოძიება კობახიძის განცხადებების შესახებ. [52]
2022 წლის 14 მაისს კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია. [53]
2023 წლის 29 იანვარს კობახიძეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. [54][55]
2024 წლის 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენას გეგმავდა. [60] ინფორმაცია ამავე დღეს დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. [61]2024 წლის 1 თებერვალს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა. [62]
2024 წლის 2 თებერვალს პარლამენტის ბიურომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) განხილვის თაობაზე იმსჯელა, სადაც განხილული იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მიმართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის წარდგენის შესახებ. [63] კობახიძის სამთავრობო პროგრამაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორადაა მოხსენიებული, სტრატეგიულ პარტნიორადაა მოხსენებიული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც. [64]
2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა. [65]
2024 წლის 3 აპრილს მმართველი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ხელახლა დააინიცირა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ,[66] რომელიც 400-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო.[67] ირაკლი კობახიძემ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და არასამთავრობოები გააკრიტიკა.[68]
2024 წლის 8 აპრილს კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობამ ვაზიანში ახალი „უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის“ აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. [69]
2024 წლის 25 აპრილს კობახიძე სიტყვით გამოვიდა ბუდაპეშტში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე, სადაც მან ხაზი გაუსვა რომ „საქართველოს ეროვნულ იდენტობას“ IV საუკუნიდან სამი მთავარი საყრდენი: „მამული, ენა და სარწმუნოება“ ქმნის. კობახიძემ ისაუბრა მიგრაციის პრობლემასა და „ლგბტ პროპაგანდაზე“. [70]
2024 წლის 23 მაისს კობახიძემ განაცხადა რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას. [71] მისი თქმით ანალოგიური სახის მასთან სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა გააჟღერა.
„თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.“
2024 წლის 30 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებას „გარედან დანიშნული“ უწოდა და განაცხადა რომ მმართველი პარტია საქართველოში „მაიდანის“ გამეორებას არ დაუშვებდა. [72] ამავე დღეს, კობახიძის კომენტარის საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელშიც დაგმო მისი „არამეგობრული განცხადებები“ და „დამახინჯებული შეფასებები“ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ. [73]
2024 წლის 31 მაისს კობახიძემ განაცხადა რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“ უნდა გადაიხედოს და აშშ-სთან ურთიერთობა უნდა გაჯანსაღდეს. მან უარყოფითად შეაფასა აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მუშაობა. [74][75]
2024 წლის 3 ივნისს კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წინადადება შეარჩია, პროცედურული საკითხების გავლის შემდგომ კი დაიდება საპარტნიორო შეთანხმება და საკონსეციო ხელშეკრულება, რასაც მთავრობისა და კონსორციუმის მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნება მოყვება (სადაც საქართველოს მთავრობის წილი 51% იქნება). [76]
2024 წლის 22 მაისს კობახიძე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. [86]
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის რანგში განხორციელებული საგარეო ვიზიტების სია
შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ნატოს-ს გენერალურ მდინავს, იენს სტონტელბერგს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, ევროკომისარ იაზერ ლენარჩიჩს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს
კობახიძის შეფასებით საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა „ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა“ გაატარა. [88] სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე სიტყვით გამოსვლილას კობახიძემ ახალი კონსტიტუცია ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივის აღმომფხვრელად შეაფასა. [89]
2021 წლის 17 ივნისს კობახიძემ განაცხადა რომ „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება უპასუხისმგებლობა იქნებოდა და ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა მიეღოთ. კობახიძის თქმით ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ლგბტ პირთა დაცვას შეეხებოდა, „ქართული ოცნება“ შიდა-პარტიული განხილვების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილებით არ შეუერთდა.[90] კობახიძის თქმით 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები „პრაიდის“ უკან მდგომი „რადიკალური ოპოზიციის“: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში შედიოდა.[91] კობახიძემ 2021 წლის 16 ნოემბერს კობახიძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის ანტისიმბოლოდ შეაფასა. [92][93] გამოქვეყნებულ წერილში მან ისაუბრა და განიხილა თუ როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი შეფასებით ისეთ ქვეყანაში სადაც სამართლის უზენაესობა ღირებულია სააკაშვილმა თავისი ქმედებებისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს უსაფუძვლო შიმშილობა მისი განთავისუფლების საფუძველი არ უნდა გახდეს. [94]
კობახიძის შეფასებით 2003 წელს მომხდარმა ვარდების რევოლუციამსაქართველოს „დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა.“ [109]
აკადემიური საქმიანობა
ირაკლი კობახიძე არის ორი სახელმძღვანელოსა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. [110]
2008 წელს გამოსცა სახელმძღვანელო: „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“; 2019 წელს კი – „კონსტიტუციური სამართალი“. [111]
2006-2017 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ასოცირებული პროფესორი. 2011-2014 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2017 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.[112]
პოპულარობა
2021 წლის ივნისში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით კობახიძეს გამოკითხულთა 29% დადებითად, ხოლო 71% – უარყოფითად აფასებს. [113]2021 წლის აგვისტო-სექტემბერში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით კობახიძეს გამოკითხულთა 34% პოზიტიურად, ხოლო 66% – ნეგატიურად აფასებს.[114]2021 წლის 12-25 სექტემბრის მონაკვეთში ჩატარებული Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით კობახიძეს გამოკითხულთა 36% პოზიტიურად, ხოლო 64% – ნეგატიურად აფასებს.[115]2022 წლის მარტში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ჩატარებული კვლევის თანახმად კობახიძე გამოკითხულთა 39%-ს მოსწონს. [116]
კახა კალაძის შეფასებით ირაკლი კობახიძე „ძლიერი პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტია“. [117]