ზედა მახუნცეთი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემში (სოფლები: ზედა ბზუბზუ, ზედა მახუნცეთი, ზუნდაგი, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, ქოსოფელი).[2] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 12 კილომეტრით, ქალაქ ბათუმიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 30 კილომეტრით, ქვედა მახუნცეთიდან 2 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 203 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
351[3][4]
|
2014 |
203[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო