ახო[2] — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში (სოფლები: ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები, ცხმორისი).[3] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 594 კაცი[1].
ახოს ჯამე
სოფელში დგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი ახოს ჯამე. აშენებულია ლაზი ხელოსნის უსტა ხუსეინის მიერ 1817-1818 წლებში. მორთულია ორნამენტებით.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
805[4][5]
|
2014 |
594[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო