ქედის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. მერისი . ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთის , აღმოსავლეთით — შუახევის , დასავლეთით — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი , ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი , ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთ-ჩაქვის ქედი .
მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 16 760 (2014). ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა , რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ღომა (2441 მეტრი).
ბუნება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ -წაბლნარი . კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი , იელი , თხილი , მოცვი , წყავი ). დამახასიათებელია გარეული მსხალი , ვაშლი , კაკალი , ბალი , ზღმარტლი , ხურმა , ტყემალი . ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები , მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა . ტყიანობის მიხედვით ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტი – ურთხელი და კოლხური ბზა . წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი , კავკასიური ირემი , ევროპული შველი , კავკასიური მურა დათვი , მგელი , ტურა , მელა , მაჩვი , ზღარბი , გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა ; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული , ტოროლა , შაშვი , ძერა , კაჭკაჭი . მდინარეებში გვხვდება წვერა , კალმახი , ღორჯო .
ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.
ადგილობრივი თვითმმართველობა
ადმინისტრაციული ერთეულები
ქედის მუნიციპალიტეტში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული (1 სადაბო და 10 სასოფლო თემია) და 64 დასახლებული პუნქტი (1 დაბა და 63 სოფელი).
1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლება: დაბა ქედა
2) ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ქედა, არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა.
3) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: დანდალო, ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.
4) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.
5) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები.
6) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, ზუნდაგა, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქოსოფელი.
7) მერისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: მერისი, გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური სიხალიძეები.
8) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ოქტომბერი, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა.
9) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.
10) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ცხმორისი, ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები.
11) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა.
საკრებულო
დემოგრაფია
მოსახლეობა
ეთნიკური ჯგუფები
ადმინისტრაციული
ერთეული
მოსახლეობა
ქართველები
რუსები
უკრაინელები
სხვა
რაოდენობა
%
რაოდენობა
%
რაოდენობა
%
რაოდენობა
%
ქედის მუნიციპალიტეტი
16 760
16 747
99,92
5
0,03
3
0,02
5
0,03
დაბა ქედა
1 510
1 504
99,6
3
0,2
2
0,13
1
0,07
ქედას თემი
1 988
1 986
99,9
1
0,05
1
0.05
0
0
დანდალოს თემი
1 961
1 960
99,95
0
0
0
0
1
0,05
დოლოგანის თემი
781
780
99,87
0
0
0
0
1
0,13
ზვარის თემი
1 346
1 346
100
0
0
0
0
0
0
მახუნცეთის თემი
2 121
2 119
99,91
1
0,05
0
0
1
0,05
მერისის თემი
1 132
1 132
100
0
0
0
0
0
0
პირველი მაისის თემი
1 213
1 213
100
0
0
0
0
0
0
ცხმორისის თემი
2 605
2 604
99,96
0
0
0
0
1
0,04
წონიარისის თემი
1 250
1 250
100
0
0
0
0
0
0
რელიგია
ტურიზმი და მოგზაურობა
ღირსშესანიშნაობანი
ციხე-სიმაგრეები
ცივასულას ციხე , გულების ციხე , საღორეთის ციხე , კავიანის ციხე , ზენდიდის ციხე .
ქვისთაღოვანი ხიდები
დანდალოს ხიდი , მახუნცეთის ხიდი , მიწის ხიდი , ჯაიმელას ხიდი .
მუზეუმები
ქედის ისტორიული მუზეუმი , ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი .
ეკლესიები
ზვარის წმინდა გიორგის ეკლესია , წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
ასევე
ქვის უძველესი საწნახელები
გალერეა
დანდალოს ხიდი
მახუნცეთის ხიდი
გეგელიძის მთა
მდინარე აჭარისწყალი
სქოლიო
აჭარის დროშა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა