ზედა ბზუბზუ — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემში (სოფლები: ზედა ბზუბზუ, ზედა მახუნცეთი, ზუნდაგი, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, ქოსოფელი).[2] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 15 კილომეტრით, მახუნცეთიდან 2 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 306 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
351[3][4]
|
2014 |
306[1]
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო