შევაბური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, ქედის თემში (სოფლები: არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, ქედა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა).[2] მდებარეობს მდინარე მერისისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 89 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
112[3][4]
|
2014 |
89[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო