ჩეტკიძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში (სოფლები: ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები, ცხმორისი).[2] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 187 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
248[3][4]
|
2014 |
187[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო