|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზვარე.
|
ზვარე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები).[2] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 480 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.
ისტორია
საბჭოთა პერიოდში ზვარეს სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფლები აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, სასადილოყელი, წონიარისი. აღნიშნული სოფლები შემდგომში გამოიყო ცალკე თემად. განვითარებული იყო მეთამბაქოეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 201 კაცი[1].
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
190[3][4]
|
2014 |
201[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო