ქვედა ბზუბზუ — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემში (სოფლები: ზედა ბზუბზუ, ზედა მახუნცეთი, ზუნდაგი, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, ქოსოფელი).[2] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 261 კაცი[1].
ეტიმოლოგია
გადმოცემის თანახმად სოფელში ბევრი ფუტკარი იყო და მათი ბზუილის გამო შეარქვეს სოფელს ბზუბზუ.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
283[3][4]
|
2014 |
261[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო