ზუნდაგი (ზუნდაგა) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემში (სოფლები: ზედა ბზუბზუ, ზედა მახუნცეთი, ზუნდაგი, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, ქოსოფელი).[2] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 299 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
345[3][4]
|
2014 |
299[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო