ოქტომბერი (ყოფ. ალიქოღლები) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში. ოქტომბრის თემის ცენტრი (სოფლები: აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა, ოქტომბერი).[2] მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე მერისის (აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 247 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
311[3][4]
|
2014 |
247[1]
|
საწნახელი
სოფელში, დაფერდებულ ადგილას, ბუნებრივი კლდის მცირე წარმონაქმზე ამოკვეთილია ერთგანყოფილებიანი საწნახელი. მისი ზომებია: სიგრძე 2 მ, სიგანე 90 სმ. სიმაღლე 80 სმ. გრძივ კედელში დატანებული აქვს წრიული 10 სმ. დიამეტრის ხვრელი, საიდანაც დამუშავებული ყურძნის წვენი გაედინებოდა.[5]
ლიტერატურა
სქოლიო