მერისი[1], აკავრეთა[2] — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქედის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2236 მ. ერთვის მდინარე აჭარისწყალს დაბა ქედის მახლობლად. სიგრძე 19 კმ, მდინარის აუზის ფართობი 134 კმ², საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 6,86 მ³/წმ.