ვიქტორ ჰიუგო

ვიქტორ ჰიუგო
ფრანგ. Victor Hugo
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1802(1802-02-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22]
დაბადების ადგილი ბეზანსონი[20] [23] [24]
გარდაცვალების თარიღი 22 მაისი, 1885(1885-05-22)[1] [2] [3] [4] [7] [8] [10] [11] [12] [13] [14] [15] [17] [18] [25] [19] [20] [26] [21] [22] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[1] [20] [23] [24]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი[27]
საქმიანობა პოლიტიკოსი, დრამატურგი[24] , რომანისტი[24] , მხატველი[21] [24] , ლიბრეტისტი, ესეისტი, მწერალი[20] [28] [21] [29] [24] , ილუსტრატორი, მოგზაური მწერალი, პოეტი[28] [21] [24] , ხელოვნებათმცოდნე[30] , პუბლიცისტი[24] და გრაფიკოსი[24]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[31] [24]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი, ლუი დიდის ლიცეუმი და lycée Michelet
ჟანრი პამფლეტი
Magnum opus საბრალონი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, Les Contemplations, L'Art d'être grand-père, კაცი, რომელიც იცინის, Les Orientales, Toilers of the Sea და ოთხმოცდაცამეტი წელი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[32] [33] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[34]
მეუღლე ადელ ფუშე[24]
პარტნიორ(ებ)ი ჟულიეტ დრუე და ლეონი დ'ონე
შვილ(ებ)ი ადელ ჰიუგო[24] , შარლ ჰიუგო[27] [24] , ფრანსუა-ვიქტორ ჰიუგო[27] [24] და ლეოპოლდინ ჰიუგო[24]
ნათესავ(ებ)ი Georges-Victor Hugo და Jeanne Hugo
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფრანგ. Victor-Marie Hugo, IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802, ბეზანსონი — გ. 22 მაისი, 1885, პარიზი) — ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.

საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.

ბიოგრაფია

ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: „მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ“ - წერს იგი სკოლის ჟურნალში.[36] დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.

1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.

რომანტიკული დრამის თეორეტიკოსი

ვიქტორ ჰიუგო. როდენი

1827 წელს გამოქვეყნებული კრომველის შესავალში ჰიუგო კონკრეტულად აყალიბებს რომანტიზმის პრინციპებს. იგი ბრძოლას უცხადებს კლასიცისტურ ერთიანობებს, გამოთქვამს ჭეშმარიტების დახატვის სურვილს და ხოტბას ასხამს შექსპირს.

ვიკიციტატა
„უძველესი პრიმიტიული ხანა ლირიკული იყო, ანტიკური - ეპიკური, თანამედროვე კი - დრამატული. ოდა უსასრულობას უმღეროდა, ეპოპეაისტორიას, დრამა კი ცხოვრებას ხატავს. შექსპირის დრამა შემდგარია გროტესკისა და ამაღლებულისგან, ტრაგედიისა და კომედიისგან.“
(„კრომველი“, ვიქტორ ჰიუგო[37])

აქედან გამომდინარეობს აზრი ჟანრების აღრევის შესახებ, რადგან თავად ცხოვრება ასეთივე ნაზავს წარმოადგენს.

ჰიუგოს მიაჩნია, რომ თანამედროვე ხანა ქრისტიანობიდან იწყება. ქრისტემ გვასწავლა ადამიანის გაორება სულსა და სხეულს, სუბლიმურსა და გროტესკულს, ზეცასა და მიწას შორის. ამ ორ ნაწილს შორის დიალოგი არის თანამედროვე ადამიანის მორალური ცხოვრების ძირითადი არსი. თეატრშიც ეს ორივე უნდა იქნას წარმოდგენილი. დრამა ერთადერთი ჟანრია, რომელსაც ეს ძლუძს. დრამა სრულყოფილი ჟანრია, რადგან შეიცავს ლირიზმსა და ეპოპეას. ტრაგედიიდან კი გაძევებულია პოეზია. მართალია დრამა თავისუფალი ჟნრია, მაგრამ მაინც ხელოვნებაა და ამიტომ გარკვეულ შეზღუდვებთან მაინც გვაქვს საქმე. ეს შეზღუდვაა ლექსის ფორმის ხმარების აუცილებლობა. ჰიუგო წინააღმდეგია პროზაული დრამისა და ალექსანდრინის გამოყენებას მოითხოვს. თუმცა აუცილებელია დარღვეულ იქნას ამ ფორმის მონოტონურობა და საჭიროების მიხედვით გამოყენებულ იქნას ლირიკული, ეპიკური, ამაღლებული გრძნობები. ლექსი უნდა იყოს თავისუფალი, გულწრფელი, უნდა გაბედოს თქვას ყველაფერი შიშის გარეშე, უნდა გადადიოდეს კომიკურიდან ტრაგიკულში, არტისტულიც უნდა იყოს და ნამდვილიც.

1830 წელს კომედი ფრანსეზში იდგმება ჰიუგოს რომანტიკული დრამა, ერნანი, რომელიც ძველსა და ახალ თაობას შორის დაპირისპირებას იწვევს. ერნანში სრულიად უარყოფილია კლასიცისტური ნორმები: დარღვეულია ადგილის ერთიანობა - მოქმედება გადადის სარაგოსადან არაგონის მთებში; დროის ერთიანობა - მოქმედება 24 საათის ნაცვლად 6 თვე გრძელდება. ჰიუგო არ უარყოფს მოქმედების ერთიანობას, მაგრამ მისთვის ეს არ ნიშნავს სიმარტივესა და მეორეული მოქმედების არარსებობას, არამედ სხვადასხვა მოქმედებების ერთი ღერძის ირგვლივ გაერთიანებას. კლასიციზმისათვის უკეთილშობილეს ფორმად მიჩნეული ალექსანდრინი ერნანში გათავისუფლებულია და ემორჩილება ფარსული საუბრის რიტმს, რაც აღშფოთებას იწვევს ძველ თაობაში. ამასთანავე ხდება ტონთა აღრევაც, ერთდროულად გვაქვს ფარსული, ლირიკული და ეპიკური ჩანართები.

პოეტი

ახალგაზრდა ვიქტორ ჰიუგო

ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს. მისი პირველი პოეტური ნაწარმოებები ოდებია, რომელთა მთავარი თემებია თანამედროვე სამყარო, ისტორია, რელიგია, პოეტის როლი. ამ ნაწარმოებებში უკვე იკვეთებ კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის ახლებური ხედვა. 1828 წელს ჰიუგო მთელ თავის ადრეულ პოეტურ ნაწარმოებებს თავს უყრის კრებულში ოდები და ბალადები. 18301840 წლებში დაწერილი ლექსები უფრო ლირიკულია და მიემართება ქალს, ღმერთს, მეგობრებს, ბუნებას. თუმცა ჰიუგო მაინც ვერ უძლებს ცდუნებას და ლექსების უმრავლესობაში გატარებული აქვს ეპიკური თემებიც. 1853 წელს ბელგიაში მყოფი პოეტი წერს ნაცვალგებას, რომელიც მიმართულია ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ, და ფარულად ავრცელებს მას საფრანგეთში იმ იმედით, რომ ამით ხალხის ამბოხს გამოიწვევდა. პოემაში აღწერილია მთელი ის უბედურებები რაც იმპერიალიზმმა მოიტანა და მოწოდებაა ხალხისადმი, გამოიღვიძონ და ერთად შეებრძოლონ ამ ბოროტებას. აქვე პოეტი მსჯელობს უმაღლეს დასჯაზე: ჰიუგო წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა და სჯერა რომ საბოლოოდ ღმერთი ყველას სამაგიეროს მიაგებს. ბოლოს კი ავტორი იმედიან მომავალზე ლაპარაკობს, როცა დასრულდება იმპერია და ადამიანთა ტანჯვას ბოლო მოეღება. 1856 წელს იწერება განჭვრეტა, რომელიც ჰიუგოს პოეზიის მწვერვალად ითვლება. პოემის დიდი ნაწილი ეძღვნება პოეტის დაღუპულ ქალიშვილს, ლეოპოლდინას და თავად ავტორის სამშობლოდან წასვლას. აქ გადმოცემულია პოეტის ტრანსფორმაცია ბუნების უბრალოდ თვალიერებიდან ციურ სხეულთა განჭვრეტამდე, ბუნების აღწერიდან ისტორიულ მსჯელობებამდე. ყოველივეს ცენტრშია სიკვდილი, რაც შედარებულია გადასახლებასა და სულიერ უბედურებასთან. აქვე იკვეთება წმინდად რომანტიკული ფილოსოფია. პოეტს მიაჩნია, რომ სული გაფანტულია ირგვლივ ყველაფერში - უბრალო ქვიდან დაწყებული ანგელოზით დამთავრებული. ყველაფერი ცოცხლობს, ყველაფერი განიცდის. პოეტი-წინასწარმეტყველის თვალში ყველაფერი ცოცხლდება და მიიწევს სიწმინდისკენ, სულიერებისკენ. საბოლოოდ კი ერთ დღესაც ადამიანი ღმერთთან მიაღწევს. ამასთანავე, ჰიუგო ავტორია საუკუნეთა ლეგენდისა, რომელიც ფრანგულ ლიტერატურაში ერთადერთ ჭეშმარიტ ეპიკურ პოემადაა მიჩნეული.

რომანისტი

კოზეტი, საბრალონი, ემილ ბეიარი

მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი, „ბუგ-ჟარგალი“ 16 წლისამ დაწერა, ბოლო, „ოთხმოცდაცამეტი წელი“ კი 72 წლის ასაკში. შედარებით ადრე დაწერილი რომანები, მათ შორის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ისტორიულ რომანებს განეკუთვნება, თუმცა სკოტის რომანებისგან განსხვავებით, ჰიუგოსთან ისტორიის მიღმა ყოველთვის აწმყოზეა ლაპარაკი. გაცილებით რთულია „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღისა“ და „კლოდ გეს კლასიფიცირება“. ესენი უფრო ისტორიულ-სოციალურ რომანებს ეკუთვნის, რომლებშიც ავტორი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ პრობლემატიკას ეხება „საბრალონიც“, რომლის ფენომენალურმა წარმატებამ კრიტიკოსებში გაკვირვებაც კი გამოიწვია. ამ უზარმაზარ ნაწარმოებში ერთადაა თავმოყრილი მელოდრამა, რეალისტური სურათები და დიდაქტიკური ესე. მისი პერსონაჟები და მათი ცხოვრება დღეს უკვე მითების სიმაღლეზეა აყვანილი. 1874 წელს დაწერილი „ოთხმოცდაცამეტი წელი“ საბოლოოდ აკონკრეტებს ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - საფრანგეთის რევოლუციის გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში.

პიესები

  • კრომველი, 1827
  • ერნანი, 1830
  • მარიონ დელორმი, 1831
  • მეფე ერთობა, 1832
  • ლუკრეცია ბორჯია, 1833
  • რუი ბლაზი, 1838
  • ბიურგრავები, 1838
ჰიუგო სასიკვდილო სარეცელზე ნადარი

პოეზია

  • ოდები და ბალადები, 1828
  • ორიენტალები, 1829
  • შემოდგომის ფოთლები, 1831
  • დაისის სიმღერები, 1835
  • შინაგანი ხმები, 1837
  • სხივები და ჩრდილები, 1840
  • ნაცვალგება, 1853
  • განჭვრეტა, 1856
  • საშინელი წელი, 1871
  • ბაბუად ყოფნის ხელოვნება, 1877
  • საუკუნეთა ლეგენდა, 1859, 1876, 1883

რომანები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118554654 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Victor Hugo
  4. 4.0 4.1 Victor Hugo / Assemblée nationale
  5. Victor Marie Hugoministère de la Culture.
  6. Victor Marie HugoOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  7. 7.0 7.1 KulturNav — 2015.
  8. 8.0 8.1 SNAC — 2010.
  9. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  10. 10.0 10.1 Find a Grave — 1996.
  11. 11.0 11.1 IMSLP — 2006.
  12. 12.0 12.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  13. 13.0 13.1 filmportal.de — 2005.
  14. 14.0 14.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  15. 15.0 15.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  16. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  17. 17.0 17.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  18. 18.0 18.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  19. 19.0 19.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 The Fine Art Archive
  22. 22.0 22.1 Victor Hugo / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  23. 23.0 23.1 Bibliothèque nationale de France Record #11907966z // BnF catalogue généralParis: BnF.
  24. 24.00 24.01 24.02 24.03 24.04 24.05 24.06 24.07 24.08 24.09 24.10 24.11 24.12 24.13 24.14 Catalog of the German National Library
  25. Babelio — 2007.
  26. acte de décès inscrit dans le registre d'Etat civil du 16ème arrondissement de Paris
  27. 27.0 27.1 27.2 З. Венгерова Гюго, Виктор // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. IXа. — С. 956–959.
  28. 28.0 28.1 BeWeB
  29. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  30. Dictionary of Art Historians
  31. artist list of the National Museum of Sweden — 2016.
  32. Léonore databaseministère de la Culture.
  33. http://www2.culture.gouv.fr/LH/LH089/PG/FRDAFAN83_OL1320026v001.htm
  34. Victor Hugo
  35. 35.0 35.1 Cydymaith i lenyddiaeth Cymru / M. Stephens
  36. Victor Hugo raconté par un témoin de sa vie, Adèle Hugo. Ed.: A. Lacroix, Verboeckhoven et Cie, 1863.
  37. ფლამარიონი, 1999. ISBN 2-08-070185-1

Read other articles:

البطولة الوطنية التونسية 1984–85 تفاصيل الموسم الرابطة التونسية المحترفة الأولى  النسخة 30  البلد تونس  المنظم الجامعة التونسية لكرة القدم  عدد المشاركين 14   الهداف فوزي الهنشيري (9)[1] البطولة الوطنية التونسية 1983–84  البطولة الوطنية التونسية 1985–86  تعديل...

 

 

العلاقات الفنلندية القبرصية فنلندا قبرص   فنلندا   قبرص تعديل مصدري - تعديل   العلاقات الفنلندية القبرصية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين فنلندا وقبرص.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة فنلندا ق...

 

 

Hubungan Taiwan-Jepang Jepang Taiwan Misi diplomatik Asosiasi Pertukaran Jepang–Taiwan Kantor Perwakilan Ekonomi dan Kebudayaan Taipei di Jepang Menara Tokyo, 2021 Para anggota prefektur Iwate berterima kasih kepada Taiwan setelah gempa bumi tahun 2011 Setelah Komunike Bersama Jepang-RRT pada 1972, Jepang mencabut pengakuan terhadap Republik Tiongkok (Taiwan) sebagai pemerintahan resmi tunggal dari China. Namun, Jepang memiliki hubungan tingkat pekerjaan non-pemerintahan dengan Taiwan.[...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Januari 2023. Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber:...

 

 

American fantasy comic book series Cannon BustersCover of Cannon Busters #0 (2004). Illustration by Rey.Publication informationPublisherDevil's DueUDONFormatOngoing seriesGenre Fantasy Publication dateMarch 2005No. of issues3Creative teamWritten byJ. TorresLeSean ThomasArtist(s)Corey Lewis (issue #0)Penciller(s)LeSean ThomasColorist(s)James Lewis Cannon BustersGenreAction,[1] Fantasy Original net animationDirected byLeSean Thomas (chief)Takahiro NatoriProduced byFumio Kaneko...

 

 

Lembaga Pendidikan dan Pelatihan PolriSingkatanLemdiklat PolriMottoMahir, Terpuji, Patuh Hukum, UnggulStruktur yurisdiksiWilayah hukumIndonesiaLembaga pemerintah Kepolisian Negara Republik IndonesiaMarkas besarJl. Ciputat Raya No. 40, Pondok Pinang, Kebayoran Lama, Jakarta SelatanPejabat eksekutifKomisaris Jenderal Polisi Drs. Purwadi Arianto, M.Si., KepalaInspektur Jenderal Polisi Drs. Eko Budi Sampurno, M.Si., Wakil KepalaSitus weblemdiklat.polri.go.id/ Lembaga Pendidikan dan Pelatihan Kepo...

Nazi Germany textile company Többens and SchultzTextile manufacturing plant in the Warsaw GhettoNative nameTöbbens und Schultz & CoCompany typeSlave labourIndustryTextile manufacturingOwnersFritz Schultz, Walter TöbbensNumber of employees18,000 (1942) Többens and Schultz (German: Többens und Schultz & Co) was a Nazi German textile manufacturing conglomerate making German uniforms, socks and garments in the Warsaw Ghetto and elsewhere,[1] during the occupation of Pola...

 

 

Venezuelan state-run public TV channel Television channel Venezolana de TelevisiónCountryVenezuelaAffiliatesANTVAvila TVBuena TelevisiónTelesurViVe TVesHeadquartersCaracas,VenezuelaProgrammingLanguage(s)SpanishPicture formatSDTV 480iOwnershipOwnerSiBCI (State-owned enterprise under administration of the Ministry of Popular Power for Communication and Information)HistoryLaunchedAugust 1, 1964LinksWebsitewww.vtv.gob.veAvailabilityTerrestrialAnalog VHFChannel 8 (listings may vary)Digital UHFCh...

 

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (فبراير 2016) بطولة آسيا للشباب لكرة القدم 1998تفاصيل المسابقةالبلد المضيفتايلاندالتواريخ17–30 أكتوبرالفرق10الأماكن1 ...

محيي الدين المغربي معلومات شخصية اسم الولادة يحيى بن محمد بن أبي الشكر المغربي  الميلاد سنة 1220 [1]  الأندلس  الوفاة سنة 1283 (62–63 سنة)[1]  مراغة  مواطنة  الدولة العباسية الدولة الإلخانية الحياة العملية تعلم لدى نصير الدين الطوسي المهنة فلكي،  ومنجم،...

 

 

Administrative division of Burkina Faso Politics of Burkina Faso Constitution (suspended) Human rights Government Interim President Ibrahim Traoré Interim Prime Minister Apollinaire Joachim Kyélem de Tambèla Parliament National Assembly President: Alassane Bala Sakandé Administrative divisions 13 regions 45 provinces 351 departments Elections Recent elections General: 20152020 Political parties Foreign relations Ministry of Foreign Affairs Minister: Olivia Rouamba Diplomatic missions of /...

 

 

Part of a series on the History of Ivory Coast Gyaaman Kong Empire Ashanti Empire French West Africa 1960–1999 1999 coup d'état First Civil War Second Civil War (Crisis) Africa portalvte First Republic of Ivory Coast1960–1999 Flag Coat of arms Motto: 'Union – Discipline – Travail' (French)'Unity – Discipline – Work'Anthem: L'Abidjanaise(English: Song of Abidjan)CapitalAbidjan (1960-1983); Yamoussoukro (1983-1999)GovernmentUnitary presidential republic; under a ...

Nina KraljićKraljić dalam acara Meet & Greet saat Kontes Lagu Eurovision 2016 di Stockholm.LahirNina Kraljić4 April 1992 (umur 32)Lipovljani, KroasiaTempat tinggalZagreb, KroasiaPekerjaan Penyanyi penulis lagu komponis pengisi suara Karier musikGenrePopworldInstrumen Vokal piano Tahun aktif2009–sekarangLabelUniversal Music GroupArtis terkaitJacques Houdek Nina Kraljić (pelafalan dalam bahasa Serbo-Croatian: [nîna krǎːʎitɕ]; lahir 4 April 1992) adalah seorang penya...

 

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Pseudopodia – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Pseudopodia atau kaki semu (dari bahasa Yunani ψευδοπόδια, ψευδός semu + πόδια kaki) adalah alat gerak eukariot. Sel y...

 

 

Radio station in Midland, Texas KWELMidland, TexasBroadcast areaMidland–OdessaFrequency1070 kHzBrandingKWEL AM 1070 FM 107.1ProgrammingFormatNews/talkAffiliationsSalem Radio NetworkTownhall NewsWestwood OneOwnershipOwnerCDA Broadcasting, Inc.HistoryFirst air dateApril 23, 1981Technical information[1]Licensing authorityFCCFacility ID35879ClassDPower2,500 watts dayTransmitter coordinates31°57′44″N 102°04′7″W / 31.96222°N 102.06861°W / 31.96222; -102...

American mathematician Steven Roman is a mathematician, currently Emeritus Professor of Mathematics at California State University, Fullerton and Visiting Professor of Mathematics at University of California, Irvine. He is one of the main developers of umbral calculus. He has written about 40 books on mathematics and computer programming. Professor Roman's books have been translated into Portuguese, French, Korean, Chinese, Russian, Polish, Bulgarian, Czech and Spanish. Computer programming b...

 

 

Jalan Pemuda dilihat dari JPO Halte Transjakarta UNJ (2015) Universitas Negeri Jakarta, salah satu bangunan yang terletak di Jalan Pemuda. Jalan Pemuda adalah nama salah satu jalan utama Jakarta. Jalan ini menghubungkan Matraman, Cempaka Putih, Rawamangun dan Pulo Gadung. Jalan ini membentang sepanjang 3,3 KM dari Rawamangun, Pulo Gadung, Jakarta Timur sampai Jatinegara Kaum, Pulo Gadung, Jakarta Timur. Jalan ini melintasi 3 Kelurahan, yakni: Rawamangun, Pulo Gadung, Jakarta Timur Jati, Pulo ...

 

 

كارتيرادوس   تقسيم إداري البلد اليونان  [1] إحداثيات 36°24′48″N 25°26′45″E / 36.41333333°N 25.44583333°E / 36.41333333; 25.44583333   السكان التعداد السكاني 1428 (resident population of Greece) (2021)1090 (resident population of Greece) (2001)684 (resident population of Greece) (1991)1238 (resident population of Greece) (2011)625 (de facto population of Greece) (1951)[2&...

Intercollegiate basketball season 2016–17 UCF Knights women's basketballWNIT, Second RoundConferenceAmerican Athletic ConferenceRecord21–12 (9–7 The American)Head coachKatie Abrahamson-Henderson (1st season)Assistant coaches Tahnee Balerio Tamisha Augustin Nykesha Sales Home arenaCFE ArenaSeasons← 2015–162017–18 → 2016–17 American Athletic Conference women's basketball standings vte Conf Overall Team W   L   PCT W   L   PCT No. 1...

 

 

Questa voce sull'argomento atleti francesi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Robert Chef d'HôtelNazionalità Francia Altezza177 cm Atletica leggera Specialità400 metri piani800 metri piani Termine carriera???? Palmarès Competizione Ori Argenti Bronzi Giochi olimpici 0 1 0 Europei 1 0 0 Vedi maggiori dettagli  Modifica dati su Wikidata · Manuale Robert Chef d'Hôtel (Num...