კომედი ფრანსეზი (ფრანგ. La Comédie-Française), ანუ ფრანგული თეატრი დაარსდა 1680 წელს, 1799 წლიდან იგი პალე-რუაიალში, პარიზის პირველ ოლქში მდებარეობს.
ეს არის ერთადერთი სახელმწიფო თეატრი საფრანგეთში, რომელსაც ჰყავს მსახიობების მუდმივი დასი, მათ კომედი ფრანსეზის მსახიობებს უწოდებენ. ყველაზე ცნობილი დრამატურგი, რომლის სახელიც კომედი ფრანსეზს უკავსირდება არის მოლიერი, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 7 წლის გარდაცვლილი იყო, როდესაც მოლიერის სახლი შეიქმნა.
1681 წლის 5 იანვარს კომედი ფრანსეზის მსახიობებს შორის იდება ასოციაციის ხელშეკრულება, რაც აწესრიგებს ხანდაზმული მსახიობების პენსიის საკითხს. ამ პერიოდისთვის რეპერტუარი შედგება ძირითადად მოლიერისა და რასინის ნაწარმოებებისგან, ასევე თამაშობენ პიერ კორნელის, პოლ სკარონისა და ჟან როტრუს ზოგიერთ პიესას.
1793 წლის 3 სექტემბერს, რევოლუციის დროს კომედი ფრანსეზი დაიხურა "საჯარო გადარჩენის კომიტეტის" ბრძანებით და მსახიობები დაპატიმრებულ იქნენ.