1809–1819 სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში (ა. ბერტონსა და ლ. კერუბინისთან), სადაც პარალელურად 1816-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა (1827-იდან პროფესორი), მისი მოწაფეები იყვნენ ჟორჟ ბიზე, შარლ გუნო, კამილ სენ-სანსი. ალევი ე. წ. დიდი ოპერის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერები „კვიპროსის დედოფალი“ (1841), „შარლ VI“ (1843) და განსაკუთრებით „ებრაელი ქალი“ („კარდინალის ასული“, 1835). დაწერილი აქვს აგრეთვე ბალეტები, კანტატები, საკულტო მუსიკა.