მოდესტ მუსორგსკი

მოდესტ მუსორგსკი, ილია რეპინის ნახატი.

მოდესტ პეტრეს ძე მუსორგსკი (რუს. Моде́ст Петро́вич Му́соргский; დ. 21 მარტი, 1839 — გ. 28 მარტი, 1881) — რუსი კომპოზიტორი, მძლავრი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო რუსულ ფოლკლორსა და რუსულ ისტორიაზე, მათ შორის არის მისი ყველაზე ცნობილი ოპერა „ბორის გოდუნოვი“.მუსორგსკი თავის შემოქმედებაში რეალურად ასახავდა რუსული სინამდვილის უარყოფით მხარეებს და მოუწოდებდა ხალხს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდაიცვალა ხშირი და დიდი დოზით ალკოჰოლის მიღების გამო.

ბიოგრაფია

მოდესტ მუსორგსკი დაიბადა 1839 წელს ფსკოვის გუბერნიის სოფელ კარევოში, მემამულის ოჯახში. ბავშვობა გაატარა მშობლიურ სოფელში, სადაც გაეცნო ხალხის ყოფა-ცხოვრებას. მოდეტის მუსიკალური ნიჭის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია დედამ, რომელიც იყო მისი პირველი მუსიკის მასწავლებელი, აგრეთვე ძიძამ - იგი პატარას ართობდა რუსული ხალხური სიმღერებითა და ზღაპრებით. პირველმა შთაბეჭდილებებმა ღრმა კვალი დატოვეს მომავალი კომპოზიტორი მეხსიერებაშ. მუსიკალური ნიჭი მუსორგსკიმ  ადრე გამოამჟღავნა, 5 წლიდან სწავლობდა მუსიკას. 9 წლის მოდესტი გადაიყვანეს პეტერბურგში, სადაც სკოლასთან ერთად განაგრძო მეცადინეობა ფორტეპიანოზე დაკვრაში ცნობილ პედაგოგ გერკესთან. მაღალ საზოგადოებაში მიუღებელი იყო პროფესიად მუსიკის არჩევა, ამიტომ მუსორგსკი მშობლებმა გვარდიის ოფიცერთა სკოლაში მიაბარეს, რომლის დამთავრდების შემდეგ შევიდა პოლკში ოფიცრად. აქ იგი საკმაოდ ფუქსავატურ ცხოვრებას ეწეოდა - ერთობოდა, ცეკვავდა მეჯლისებზე, უკრავდა მოდურ ცეკვებს და ნაწყვეტებს იტალიური ოპერებიდან.

1857 წელს შემობრუნების ეტაპია მუსორგსკის ცხოვრებაში. იგი ეცნობა კომპოზიტორ დარგომიჟსკის, შემდეგ ახალგაზრდა ბალაკირევს.მუსორგსკიმ გადაწყვიტა მუსიკისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი, რის გამოც დატოვა სამხედრო სამსახური. იგი  გახდა „მძლავრი ჯგუფის“ აქტიური წევრი. ბალაკირევის ხელმძღვანელობით სისტემურად მეცადინეობს კომპოზიციაში, მაგრამ მატერიალური გაჭირვების გამო იძულებულია იმსახუროს ჩინოვნიკად. 60იანი წლების დასაწყისში მუსორგსკი მუშაობს თავის პირველ ოპერაზე  „სალამბო“ (ოპერა დაუმთავრებელი დარჩა), 1867 წელს ქმნის სიმფონიურ სურათს „ღამე შიშველ მთაზე“. სიმღერების ნეკრასოვის სიტყვებზე- „კალისტრატი“, „ერიომუშკას ნანა“, „ობოლი“, რომელთა სიახლოვე ხალხურ საწყისებთან სრულიად აშკარაა. დაუმთავრებელი დარჩა მუსორგსკის ოპერა „ქორწინებაც“, გოგოლის კომედიის მიხედვით, მალე კი იგი „ბორის გოდუნოვმა“ გაიტაცა. მუსორგსკის ნიჭი სრულიად გამოვლინდა ამ ოპერაში. ოპერა „ბორის გოდუნოვზე“ მუშაობა კომპოზიტორმა 1868 წელს დაიწყო და ერთ წელიწადში დაასრულა ოპერის პირველი რედაქცია. „მძლავრი ჯგუფის“ წევრები ოპერას აღტაცებით შეხვდნენ, მაგრამ არისტოკრატიულმა საზოგადოებამ ის საკმაოდ ცივად მიიღო,კომპოზიტორს უარი უთხრეს ოპერის დადგმაზე. მეგობრების რჩევით, მან გადააკეთა  ოპერა - დაამატა ორი პოლონური სცენა, შექმნა სახალხო აჯანყების კულმინაციური „სცენა კრომებთან“. ოპერის II  რედაქცია მუსორგსკიმ დაამთავრდა 1872 წელს, მაგრამ პრემიერა მხოლოდ 1874 წელს შედგა. ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად.

70-იან წლებში მუსორგსკი მუშაობდა მეორე სახალხო მუსიკალურ დრამაზე „ხოვანშჩინა“, ამავე დროს კომპოზიტორი გოგოლის მიხედვით წერდა საყოფაცხოვრებო, კომიკურ ოპერას „სოროჩინის ბაზრობა“. 1874 წელს მუსორგსკიმ შექმნა კიდევ ერთი განუმეორებელი ნაწარმოები - საფორტეპიანო ციკლი „სურათები გამოფენიდან“.ამ პერიოდში „მძლავრი ჯგუფის“ წევრებს შორის უკვე აღარ იყო ძველი მეგობრული და შემოქმედებითი კონტაქტები: ბალაკირევი ავადმყოფობდა, ბოროდინი სამეცნიერო კვლევებით იყო დაკავებული, რიმსკი-კორსაკოვი პეტერბურგის კონსერვატორიის  პროფესორი გახდა და საკომპოზიტორო ექსპერიმენტებმა გაიტაცა. მუსორგსკიზე ყოველივე ამან დამთრგუნველი ზეგავლენა იქონია. ამ წლების მძიმე განცდებმა ასახვა ჰპოვა სიმღერების ციკლში „უმზეოდ“ და „სიკვდილის სიმღერებსა და ცეკვებში“. მეორე ციკლში განსაკუთრებით  გამოირჩევა სიმღერა-ცეკვა „ტრეპაკი“ — მუსორგსკის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება.

სიცოცხლის ბოლო წლებში ავადმყოფობა და მატერიალური გაჭირვება ხელს უშლიდა მუსორგსკის შემოქმედებით მუშაობაში. იგი გარდაიცვალა 1881 წელს პეტერბურგში, სამხედრო ჰოსპიტალში. კომპოზიტორმა ვერ მოასწრო თავისი ორი უკანასკნელი საოპერო ნაწარმოების დამთავრება. ოპერა „ხოვანშჩინა“ დაასრულა მისმა მეგობარმა რიმსკი-კორსაკოვმა. პრემიერამ მოსკოვში უდიდესი წარმატებით ჩაიარა.კომიკური ოპერა „სოროჩინის ბაზრობა“ კი მოგვიანებით დაასრულა კიუიმ.

მოდესტ მუსორგსკი, 1870.

მთავარი ნაწარმოებები

ხსოვნა

ქალაქები, რომლის ქუჩებს მუსორგსკის სახელი ეწოდა

მუსორგსკის საფლავის ქვა

მუსორგსკის ძეგლები

სხვა ობიექტები

  • უკრაინის კონსერვატორია
  • ოპერის და ბალეტის თეატრი სანქტ-პეტერბურგში
  • მუსიკალური სასწავლებელი სანქტ-პეტერბურგში
  • პატარა პლანეტა „1059 Mussorgskia“

გალერეა

რესურსები ინტერნეტში