ალექსანდრე რობერტ შუმანი (დ. 8 ივნისი, 1810 — გ. 29 ივლისი, 1856) — გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსი. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორი. პატარობიდან რობერტს უნდოდა ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი. გარდაიცვალა 1856 წლის 29 ივლისს და დაკრძალულია ქალაქ ბონში.
1840 წელს რობერტ შუმანს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
იმავე წელს, 12 სექტემბერს, ლაიფციგის ეკლესიაში შუმანი თავისი მასწავლებლის ფრიდრიხ ვიკის ქალიშვილზე, გამოჩენილ პიანისტზე კლარა ვიკზე დაქორწინდა.
შუმანმა დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის სამყაროში, არა მარტო როგორც კომპოზიტორმა და პიანისტმა, ასევე როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ის თავის წერილებს გაზეთებსა და ჟურნალებში აქვეყნებდა მაესტრო რაროს, ფლორესტანისა და ევზესიუსის ფსევდონიმით.
ბიოგრაფია
დაიბადა 1810 წლის 8 ივნისს ქალაქ ცვიკაუში, წიგნის გამომცემლის ოჯახში, მამა — ავგუსტ შუმანი ყველანაირად ხელს უწყობდა რობერტის მუსიკალურ განვითარებას. 7 წლის ასაკში იგი უკვე წერდა პატარა ნაწარმოებებს და თავისუფლად უკრავდა ფორტეპიანოზე. გარდა მუსიკისა მას იტაცებდა ლიტერატურა, კერძოდ ბერძნული მითები, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მუსიკა აირჩია. დაიწყო მეცადინეობა ფრიდრიხ ვიკთან, მაგრამ ხელზე დაზიანება მიიღო და ვეღარ შეძლო დაკვრა. 1832 წელს იგი მთლიანად კომპოზიციაზე გადაერთო. 1839 წელს ლაიფციგში ჯვარი დაიწერა კლარა ვიკზე, რომელიც პიანისტი იყო და ქმრის ნაწარმოებებს უკრავდა. ისინი მართავდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში. მოგზაურობიდან დაბრუნებული შუმანი ლაიფციგიდანდრეზდენში გადასახლდა, თუმცა უეცრად სენი შეეყარა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და გარდაიცვალა 1856 წლის 29 ივლისს ქალაქ ბონში.
ნაწარმოებების მოკლე სია
საფორტეპიანო
ვარიაცია "Allegro" op-(1830)
პეპლები op2 - (1829-1830)
ტოკატა op7 - (1832)
კარნავალი op9 - (1834-1835)
სიმფონიური ეტიუდები op13 - (1834)
დავითსბიუნდლერების ცეკვა op6 - (1834)
ფანტასტიკური პიესები op12 - (1837)
საბავშვო სცენები op15 - (1837)
კრეისლერიანა op16 - (1838)
ვენის კარნავალი op26 - (1839)
არაბესკები op18 - (1839)
ღამის პიესები op23 - (1839)
სამი რომანსი op28 - (1839)
იუმორესკა op20 - (1839)
ეტიუდი ფ/პ-თვის პაგანინის კაპრიზებზე op3 - (1832)
ალბომი ახალგაზრდებისათვის op66 - (1848)
ტყის სცენები op82 - (1848-1849)
ფურცლები ალბომიდან op124 - (1832-1845)
ჭრელი ფურცლები op99
სონატა №1 fis-moll op11 - (1833-1835)
სონატა №3 g-moll op22 (1833-1838)
სონატა №4 f-moll op14 (1835)
ფანტაზია c-dur op17 (1836)
დუეტები
Andante და ვარიაციები 2 ფ/პ - თვის op46 (1843)
აღმოსავლური სურათები op66 (1848)
სამეჯლისო სცენები op109 (1851)
20 პიესა პატარებისა და დიდი ბავშვებისათვის op85 (1849)
Perrey, Beate (ed.) (2007). The Cambridge Companion to Schumann. Cambridge University Press. ISBN0-521-78950-8.
Rice-See, Lynn (2008). The Piano Teaching of Walter Hautzig with 613 Examples from the Works of Beethoven, Schubert, Schumann, and Chopin, Edwin Mellen Press. ISBN 0-7734-4981-7